„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
240/04
18/12/2019
ვებგვერდი, 19/12/2019
220090000.18.011.016422
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/12/2019 - 01/05/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №240/04

2019 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხა:

ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;

ბ) ანგილია;

გ) ანტიგუა და ბარბუდა;

დ) ბაჰამის თანამეგობრობა;

ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;

ვ) განას რესპუბლიკა;

ზ) დომინიკის თანამეგობრობა;

თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;

ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;

კ) იემენი;

ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;

მ) კაიმანის კუნძულები;

ნ) კამბოჯას სამეფო;

ო) კოლუმბიის რესპუბლიკა;

პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;

ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;

რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;

ს) პანამის რესპუბლიკა;

ტ) სეიშელის რესპუბლიკა;

უ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;

ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;

ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;

ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;

ყ) ტუნისის რესპუბლიკა;

შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხის დადგენის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 9 იანვრის №1/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე