„საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 621
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.021641
621
17/12/2019
ვებგვერდი, 18/12/2019
480140000.10.003.021641
„საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №621

2019 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2019 წლის 15 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის  მხარეს ამ  დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია