დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს გლობალ ვიქთორი ჯეორჯია |
| მიღების თარიღი | 17/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“
განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ |
შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ (რეგისტრირებული 15.03.2017წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საიდენტიფიკაციო კოდი №405195408, იურიდიული მისამართი: საქართველო, ფალიაშვილის ქუჩა №15/5, ბინა №2), რომელიც 2018 წლის 30 ივლისს გახდა სს – კურორტ ახტალას (ს/კ 227720883) 3 549 156 (სამი მილიონ ხუთას ორმოცდაცხრა ათას ას ორმოცდათექვსმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრე, რაც შეადგენს სს – კურორტ ახტალის (ს/კ 227720883) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 99,54808%-ს, მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებს” 532 მუხლის) შესაბამისად წინამდებარე განცხადებით აცხადებს სატენდერო შეთავაზებას სს – კურორტ ახტალას (ს/კ 227720883) ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები: შემთავაზებელი მზადაა გამოისყიდოს სს – კურორტი ახტალას (ს/კ 227720883) 80 რეგისტრირებული მესაკუთრის საკუთრებაში დარჩენილი 16 112,00 ცალი ჩვეულებრივი აქცია , რაც შეადგენს სს – კურორტი ახტალას (ს/კ 227720883) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 0,45192%-ს.
აქციონერთა საყურადღებოდ: იმისათვის, რომ კომპანიის აქციონერმა გამოხატოს თანხმობა, გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია შეთავაზების პირობების შესაბამისად, მან შეთავაზების პერიოდის განმავლობაში კომპანიის დამოუკიდებელ რეგისტრატორს – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ (შემდგომში „რეგისტრატორი“) უნდა წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება (შემდგომში „თანხმობის განცხადება“), რომელშიც აღნიშნავს, რომ იგი თანახმაა შეთავაზების პირობებით შემთავაზებელზე გაასხვისოს თავის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია. რეგისტრატორის მისამართია: საქართველო, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა; (შესასვლელი ი. მოსაშვილის ქ. №11) ტელ: +995 32 222 5351; ფაქსი: +995 32 225 1560 განცხადებები აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე თანხმობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში 2019 წლის 28 დეკემბრიდან 2020 წლის 15 თებერვლამდე. აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა შესალებელია დამოუკიდებელ რეგისტრატორთან. შემთავაზებელი: შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას“ წარმომადგენელი კახა ამისულაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები