შპს „ნაის დოორს-ის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

შპს „ნაის დოორს-ის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/314-19
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/10/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/314-19
15/10/2019
ვებგვერდი, 19/12/2019
შპს „ნაის დოორს-ის“ გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210319003086531 2/314-19

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

  201 9 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე


განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

 განმცხადებელი – შპს „ნაის დოორს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412703579)

წარმომადგენელი – ზაზა კირთაძე (დირექტორი)

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ნაის დოორსის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გამოარკვია:

2019 წლის 8 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ნაის დოორსის“ დირექტორმა და იშუამდგომლა შპს „ნაის დოორსის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით შპს „ნაის დოორსის“ დირექტორს ზაზა კირთაძეს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ხსენებული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, სასამართლოს მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2019 წლის 6 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ნაის დოორსი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ნაის დოორსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ნაის დოორს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412703579) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ნაის დოორსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე ციცინო კიკვაძე.