დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 156 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016592 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2018, №190020020.35.160.016516) და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-15 მუხლები, ასევე მე-13 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 54 208,3 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 33 362,9 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 14 411,5 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
მუხლი 6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 6 433,9 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 37 665,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 25 211,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 25 961,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 750,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 16 542,6 ათასი ლარის ოდენობით. განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-8 669,2) ათასი ლარის ოდენობით.
თავი IIპრიორიტეტებისა და პროგრამების აღწერა მუხლი 13. ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსდება საგზაო, სანიაღვრე, გარე განათებისა და ავარიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სამომავლო სარეაბილიტაციო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადებისა და ექსპერტიზის ხარჯები.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალდ არის სამრეწველო ობიექტები, აქედან გამომდინარე დიდ მნიშვნელობას იძენს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ზრუნვა; მწვანე საფარის ინტენსიური ზრდა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალაქის განვითარებისათვის, ამასთან ერთად უსაფრთხო გარემო და სანიტარიული მდგომარეობის ყოველწლიური გაუმჯობესება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტს.
4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვანების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება.
მუხლი 15. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები