„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140070000.22.034.016934
111
27/12/2019
ვებგვერდი, 30/12/2019
140070000.22.034.016934
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №111

2019 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №29 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.22.034.016856) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) წახალისების ფორმებს და წესს, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის სახეებსა და პასუხისმგებლობის ზომებს, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის პირობებს და პროცედურებს.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია

1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სია არის მეხანძრე-მაშველის გამორჩეული გმირული ქცევისა და თავდადების, განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშოდ შესრულების სახელმწიფოს მიერ აღიარების ნიშანი.

2. საპატიო სიაში დასაშვებია, როგორც მოქმედი მეხანძრე-მაშველის, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის შეყვანა.

3. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

4. მეხანძრე-მაშველთა საპატიო სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს საზეიმო ვითარებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალზე.

6. საპატიო სია ინახება სამინისტროში განუსაზღვრელი ვადით.

7. საპატიო სიის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი).“;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების შესახებ წარდგინებას უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შემდგომი პროცედურებისთვის.“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ყველა სახის დისციპლინური სახდელის დადების უფლება აქვს მინისტრს.“;

ვ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საპატიო სიიდან ამოღების წესი

1. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული იმგვარი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც უხეშად ლახავს სამსახურის ავტორიტეტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღების წინადადებით, შესაბამისი დასაბუთებით მინისტრისთვის მიმართვის უფლება აქვს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან/და სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. მეხანძრე-მაშველის საპატიო სიიდან ამოღებაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, რაც ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური