„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის N01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-132/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016699
01-132/ნ
19/12/2019
ვებგვერდი, 20/12/2019
040030000.22.035.016699
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის N01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის N01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-132/ნ

2019 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის  (18/10/19 წლის №5204-Iს) მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 11 ივნისის №01-50/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2019; 040030000.22.035.016618) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში, 2020 წლის 1 იანვრიდან.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტერიტორიაზე  მოსახლეობისათვის, ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე სხვადასხვა სახის კატასტროფის, მათ შორის ეპიდემიისა და პანდემიების, საომარი მდგომარეობის დროს დამდგარი საგანგებო სიტუაციებისას (შემდგომში – საგანგებო სიტუაციები), სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო და რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში;

ა.ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ა1) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, შესაბამის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;“:

ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ამ მიზნით სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების უწყვეტი ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში და პაციენტებისათვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

 ბ) საქართველოს ტერიტორიაზე რეფერალური დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა/კოორდინირება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში. ადგილზე რეფერალური ბრიგადების მიერ კონსულტაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება და განთავსება შესაბამის კლინიკებში;“;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ბ1) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების  მიწოდების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით) დადგენილი წესითა და ფარგლებში;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე