დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 388 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017267 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 772 მუხლის: |
1.
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლად არ განიხილება პირი, რომელიც ამ მუხლით დადგენილი წესით შეძენილ საქონელთან მიმართებით ახორციელებს მხოლოდ პირველად დამუშავებას, დაჭრას, პირველად საფუთავებში დაფასოებას.“. |
2.
მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონული რეესტრიდან პირის ამოღების საფუძველია: ა) თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის განცხადება; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“. |
3.
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თამბაქოს ნაწარმის წარმოებად არ განიხილება: ა) იმპორტირებულ საქონელთან მიმართებით იმპორტიორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მხოლოდ პირველადი დამუშავება, დაჭრა, პირველად საფუთავებში დაფასოება; ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401 კოდში მითითებული ადგილობრივად მოყვანილ საქონელთან მიმართებით, ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლისთვის მიწოდების მიზნით აღნიშნული საქონლის საქართველოში მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები