„მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 16/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016517
45
13/12/2019
ვებგვერდი, 16/12/2019
010250000.35.153.016517
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2019 წლის 13 დეკემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ელექტრონულ აუქციონში (პირობებიანი/უპირობო) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №48 დადგენილებაში  (matsne.gov.ge. 010250000.35.153.016442. 17/04/18წ.), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ქონების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი/უპირობო) საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების

ა)  მე-5 მუხლის 1-ლი  პუნქტი ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრება გადაუხდელი ქირის 0,1%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად მესაკუთრის მიერ. მოსარგებლეს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  11  პუნქტი:

„11. დამქირავებელი უფლებამოსილია გაზარდოს ქირის თანხა საბაზრო ღირებულებების ცვლილების შესაბამისად, ურთიერთშეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე