საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.165.016001
49
06/12/2019
ვებგვერდი, 13/12/2019
000000000.00.165.016001
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №49

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-4 და მე-7 მუხლების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 04 ნოემბრის №18 ოქმით გაცემული თანხმობის  შესაბამისად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში მდებარე წიფლისხევის ქუჩის ნაწილს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს „ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა“ თანდართული რუკის შესაბამისად (რუკა თან ერთვის).

2. განკარგულება, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, გადაეგზავნოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, გაეგზავნოს ასევე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               ოთარ ჩალათაშვილი