დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016413 |
|
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი დ ა მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2018; 190020020.35.149.016387) დამტკიცებული დანართი №1, შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21159,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 11102,5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7846,4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2210,2 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10007.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 13842,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13862,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 3038.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 3182,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3182.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 144,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა მერის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 175,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის; 2. წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16 |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში დასრულდება: სოფელ ქვემო ხანდაკის გზის და კასპში ვარჯაანის და ე.წ. ,,მუხის“ გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ კასპში ბორჯომის ქუჩის ,,ნატბეურას“ გავლით პაატას ქუჩის გადაკვეთამდე მოასფალტება-მოწყობის და კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ვაკე პანტიანის მისასვლელი ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები, ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების ქსელის გაფართოვება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, დაფინანსდება სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები, მოეწყობა საკანალიზაციო ქსელი. ბ.ა) ა(ა)იპ – კასპის კეთილმოწყობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აღნიშნულიპროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, ვინაიდან კასპთან ერთად პროგრამაში ჩართულია სოფ. მეტეხსადა სოფ. თელიანში არსებული დევნილთა ჩასახლებები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებიდან ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში – ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება ასევე დაფინანსდება: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და ბაღების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში კონსტიტუციის ქუჩასა და ოთხ ჩიხზე, ერეკლეს, ვაჟა ფშაველას, მარაბდელის, წერეთელის ქვედა და ზედა ქუჩებზე, კელაპტრიშვილის ქუჩის ორ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები. ბ.გ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდება შპს ,,სოფლის წყალის“ სუბსიდირება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით: კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში თელიანსა და ხოვლეში სასმელი წყლის რეზერვუარების და ქსელის მოწყობის სამუშაოები; წყლის სისტემების მოწყობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ბ.დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და ამხანაგობების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობების თანადაფინანსება. ბ.ე) საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში: აღაიანში, ახალქალაქში, ოკამში, იგოეთში, ახალციხესა და დოესში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საექიმო ამბულატორიებს. ბ.ვ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 11) დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც, ქვეპროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული იქნება გარე განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება. კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელდება გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ბ.ზ) საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ღონიძიებები (პროგრამული კოდი 03 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოწესრიგდება გამწვანების ზოლები, ასევე დაფინანსდება: ბაღების, სკვერების და მგზავრთა მოსაცდელების ექსპლოატაციის ხარჯები. გ.ა) ბაღების და სკვერების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში კასპში მოეწყობა ორი სკვერი. გ.ბ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა. გ.გ) ფასადების აღდგენის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კასპში შენობა-ნაგებობების დაზიანებული ფასადების აღდგენის სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის. ა) ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გახსნა და მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 26 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600-ზე მეტი აღსაზრდელი. საბავშვო ბაღები მომარაგდება სათბობი შეშით. ბ) საბავშვო ბაღების შენობის რემონტი (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების შენობის სრული რეაბილიტაცია. გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გამოყოფილი თანხებით, საჯარო სკოლებს ჩაუტარდებათ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა, ასევე პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კასპის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემა. ა.ა) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ა(ა)იპ ,,სპორტის დაწესებულებების გაერთიანების“ დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს საფეხბურთო სკოლა. 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 230 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. ა.ბ) კასპის სპორტკომპლექსის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,კასპის სპორტკომპლექსი“, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას. 2019 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 2019 წლის განმავლობაში დაახლოებით 532 ახალგაზრდა გაივლის სპორტულ მომზადებას. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) კულტურის სფეროს დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია შემდეგი სახის კულტურული ღონისძიების მოწყობა:
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული 20 (ოცი) სოფლის კლუბი და 5 (ხუთი) კულტურის სახლი, სადაც ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი და ქორეოგრაფიული წრეები. ბ.ბ) სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ხუთი მუსიკალური სკოლის ხელშეწყობა, სადაც სწავლობს 385-მდე ბავშვი. ასევე დაგეგმილია ქალაქ კასპში არსებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება, სადაც სხვადასხვა წრეებში გაერთიანებულია 220-მდე მოსწავლე. აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ჩატარების უზრუნველყოფას. ბ.გ) ბიბლიოთეკების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება. ქვეპროგამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მკითხველების სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ამ დოკუმენტებით მომსახურება, როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ასლების გაგზავნით ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით და საერთაშორისო წიგნთგაცვლის საშუალებით, ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობისათვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნების, გამდიდრების, რეგისტრაციისა და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის ხელშეწყობა. ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და ამ მიმართულებით წარმოდგენილი სპეციალური პროგრამების მხარდაჭერა, არსებული წიგნადი ფონდის გადარჩევა და მომზადება ელექტრონული საინფორმაციო ბაზისათვის, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით. ბ.დ) მუზეუმების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, სოფელ კოდისწყაროს ტერიტორიაზე გათხრების შედეგად მოპოვებული დიონისეს ქანდაკება და სხვა სამუზეუმო ექსპონატები, ასევე დაფინანსდება ლამისყანის ორბელიანთა სახლ-მუზეუმი, ხოვლის ივანე ჯავახიშვილის, სასირეთის მაზნიაშვილის და კავთისხევის ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმები. ასევე განხორციელდება სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვიის სახლ-მუზეუმის ეზოს შემოღობვის სამუშაოები. ბ.ე) რელიგიური ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბ.ვ) კულტურის ობიექტების შეკეთება (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება. საახალწლო ღონისძიებების ჩატარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი, არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას; სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა სარეაბილიტაციო და საკურორტო მომსახურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ერთჯერადი დახმარებები(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
ბ.ბ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების ელექტროენერგიის დავალიანებების დაფარვა (პროგრამული კოდი 06 02 06) კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის სოციალური ყოფის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა დასახლებებში გარე განათებებისა და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა”. |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები