საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-1216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016609
2-1216
16/12/2019
ვებგვერდი, 17/12/2019
010320040.22.023.016609
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1216

2019 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :


მუხლი 1
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) სტაჟიორობის კანდიდატის შეფასების ფორმა (დანართი №2);
გ) სტაჟირების/პრაქტიკის სააპლიკაციო ფორმა (დანართი №3);
დ) სტაჟიორის შეფასების ფორმა (დანართი №4);
ე) სტაჟიორის სერტიფიკატის ფორმა (დანართი №5).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის №2-360 ბრძანება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი