დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-128/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016695 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018; 040030000.22.035.016523) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებს და ფუნქციების განხორციელებას და აგრეთვე, სამინისტროს სისტემის განვითარებას, რისთვისაც, ქ. თბილისსა და შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის (ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებული სხვა საჯარო სამართლის იურიდული პირების) ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მოსახლეობისათვის ერთი ცენტრიდან მიწოდების მიზნით, მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების დათმობასთან და/ან აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობასთან, აგრეთვე, ქონების კომუნალური მომსახურების ანაზღაურებასთან დაკავშრებული ხარჯების გაწევას, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები