„ანგარიშების დახურვის შესახებ“

  • Word
„ანგარიშების დახურვის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 20/06/1997
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.030
  • Word
157
20/06/1997
090.012.003.030
„ანგარიშების დახურვის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  090.012.00303

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №157

1997 წლი20 ივნისი

ქ. თბილისი

ანგარიშების დახურვის შესახებ

„საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს მიმდინარე წლის 21 თებერვლის კანონის „საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის საგანგებო საფინანსო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №71 ბრძანებულებისა და საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1997 წლის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შესაბამისად, აუცილებელი განსახორციელებელი ღონისძიებები ითვალისწინებს ყველა ორგანიზაციის გდაყვანას სახაზინო მომსახურებაზე, აღნიშნულის შესასრულებლად ვბრძანებ:

1. მიმდინარე წლის 30 ივნისამდე დაიხუროს საბაჟო და საგადასახადო სამსახურების კომერციულ ბანკებში გახსნილი სპეცილური სახსრების ანგარიშები (№141) და ნაშთები გადაირიცხოს ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშებზე.

 2. იმ სამინისტროებს, უწყებებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსირდებიან ცენტრალიზებულად, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე დაეხუროს ყველა საბიუჯეტო ანგარიში და ამ ანგარიშზე არსებული სახსრები გადაერიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის საბიუჯეტო ანგარიშზე.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ყველა საბიუჯეტო ოპერაცია განხორციელდეს ხაზინიდან.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ აღნიშნული ეცნობა საქართველოს ეროვნული ბანკს, შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს და ორგანიზაციებს.

 მ. ჭკუასელი