ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016016
162
06/12/2019
ვებგვერდი, 12/12/2019
000000000.00.105.016016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 162

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის  სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის №18 სხდომის ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის შესაბამისად,

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩას (გიორგი ჭყონდიდელის გაგრძელებაზე)  მიენიჭოს გიორგი ჭყონდიდელის სახელი.

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

                                                                           

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                              მამუკა წოწერია