დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.32.057.016324 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 6 მაისის №7 დადგენილებაში (სსმ,10/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.32.057.016311) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:
„ა1) ცენტრის სერვისებით სარგებლობის მსურველ პირთა განცხადებების საფუძველზე, უზრუნველყოს მათი პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ამ პირთა შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა; ა2) ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით, გამოითხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული პერსონალური მონაცემები (პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები, მათ შორის, დასამუშავებელ პერსონალურ მონაცემთა მოცულობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტით).“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები