„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016929
106
16/12/2019
ვებგვერდი, 16/12/2019
140030000.22.034.016929
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №106

2019 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებული წესის:

1. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური კონკურსი ტარდება სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური საკონკურსო კომისია უფლებამოსილია შეარჩიოს სასაზღვრო პოლიციაში სტაჟიორად მისაღები პირი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. 26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

„მუხლი 261. დახურული კონკურსი

1. დახურული კონკურსი არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ სტაჟიორს, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ამავე ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. დახურულ კონკურსს ატარებს ის სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის შერჩევა.

3. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა, დახურული კონკურსი მოიცავს კონკურსის იმავე ეტაპებსა და წესებს, რაც ამ წესითაა დადგენილი სასაზღვრო პოლიციის შესაბამის დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

4. დახურული კონკურსით შეირჩევა, სასაზღვრო პოლიციაში საჯარო მოხელედ მისაღები პირი.

5. დახურული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი აპლიკაცია, ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა დახურული კონკურსის ეტაპები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური