„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016926
101
11/12/2019
ვებგვერდი, 12/12/2019
140130000.22.034.016926
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №101

2019 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის:

1. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური კონკურსი ტარდება სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისთვის, გარდა ამ მუხლის 111-113 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) 112 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 113 პუნქტი:

„113. სპეციალური საკონკურსო კომისია უფლებამოსილია სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად მისაღები პირი შეარჩიოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. დახურული კონკურსი

1. დახურული კონკურსი არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების შესაბამისად, დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ სტაჟიორს, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ამავე ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. დახურულ კონკურსს ატარებს ის სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს დანაყოფში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის შერჩევა.

3. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა, დახურული კონკურსი მოიცავს კონკურსის იმავე ეტაპებსა და წესებს, რაც ამ წესითაა დადგენილი დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

4. დახურული კონკურსით შეირჩევა დანაყოფში საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მისაღები პირი.

5. დახურული კონკურსი ჩაითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება/აპლიკაცია ან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა დახურული კონკურსის ეტაპები.“.

3. 53-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 53. სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა”;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლას.

4. სტაჟიორის მიღებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს განსაზღვრავს მინისტრი სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური