საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5442-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016574
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5442-Iს
10/12/2019
ვებგვერდი, 18/12/2019
120090000.09.001.016574
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/12/2019 - 25/12/2020)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2020 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის №4234-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016505).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2019 წ.

N5442-Iს