სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 12/12/2019
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
12/12/2019
ვებგვერდი, 12/12/2019
010100000.72.084.016015
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/12/2019 - 19/05/2021)

 

სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №15

2019 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების, ბრძანების, მითითების) ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების  დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) იურიდიულ მისამართზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ქალაქ თბილისში მ. ასათიანის ქუჩაზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ქალაქ ქუთაისში ი. აბაშიძის გამზირზე მდებარე სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა სახელით გასაგზავნი კორესპონდენციის ბლანკის ნიმუში ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია