დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 65 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.129.016001 |
|
ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველი შესახვევისათვის მერაბ კილაძის სახელის მინიჭების
შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1 ქალაქ ჭიათურაში ჩაჩანიძის ქუჩის პირველ შესახვევს შეეცვალოს სახელი და მიენიჭოს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის, პროფესორ მერაბ კილაძის სახელი. მუხლი 2 განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 3 ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები