ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52 64
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016002
52 64
06/12/2019
ვებგვერდი, 12/12/2019
000000000.00.129.016002
ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 განკარგულება №52 64

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩისათვის გიორგი კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1

ქალაქ ჭიათურაში ინტერნაციონალის ქუჩას შეეცვალოს სახელი და მიენიჭოს საქართველოს დამსახურებული ექიმის, ჭიათურის საპატიო მოქალაქის გიორგი კიკნაძის სახელი.

მუხლი 2

განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

მუხლი 3

ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ალექსანდრე ციცქიშვილი