დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში №17 ქუჩისათვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.166.016005 |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 79
2019 წლის 6 დეკემბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში №17 ქუჩისათვის აფხაზეთში დაღუპული მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის № 18 სხდომის ოქმის ამონაწერის საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გარჯაანში №17 ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპილი მებრძოლის ნოდარ ბეჟიტაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების,ფირნიშების, ცნობარებისა და სხვა დამზადება, გავრცელება და სხვ.).
3. გ ურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძა ლაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით წინამდებარე განკარგულების გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკრებულ ოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულე ბელი გი ა შაოშვილ ი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები