დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016920 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016557) პირველი მუხლის:
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1): ა) მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით დაუყოვნებლივ ატყობინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი): ი1.ა) თუ მოსათავსებელ/მოთავსებულ პირს სხეულზე აღენიშნება ახლად მიღებული დაზიანება; ი1.ბ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; ი1.გ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; ი1.დ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ; ი1.ე) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“; ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს: ე1.ა) თუ მოსათავსებელ/მოთავსებულ პირს სხეულზე აღენიშნება ახლადმიღებული დაზიანება; ე1.ბ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი პირის მიმართ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; ე1.გ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; ე1.დ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ; ე1.ე) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“; გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს: დ1.ა) თუ მოსათავსებელ/მოთავსებულ პირს სხეულზე აღენიშნება ახლადმიღებული დაზიანება; დ1.ბ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; დ1.გ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; დ1.დ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ; დ1.ე) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“. 2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის დაკავების ოქმი;“; ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია, საქმის განხილვისას ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, დროებით მოთავსდეს უახლოეს იზოლატორში, თუ სასამართლო ტერიტორიულად დაშორებულია პენიტენციური დაწესებულებისგან და გართულებულია ბრალდებულის გაყვანა/გადაყვანა. იზოლატორში მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს უშუალოდ განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობის კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესის მოთხოვნებს ან/და მოთავსებულ პირთა უსაფრთხოების ინტერესებს.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.“; გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. პირველადი სამედიცინო შემოწმება 1. მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას. 2. პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს სამედიცინო მუშაკის მიერ მოსათავსებელი პირი გამოიკითხება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხდება ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დოკუმენტირება, ასევე ვიზუალური დათვალიერება სხეულზე არსებული დაზიანებების სრულად დაფიქსირების მიზნით. სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში სხვა პირთა დასწრების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამედიცინო მუშაკი თავად მიიჩნევს აუცილებლად იზოლატორის მოსამსახურის დასწრებას აღნიშნულ პროცედურაზე. 3. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით ატყობინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი პირის მიმართ: ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსათავსებელი პირის მხრიდან ნებისმიერი სახის პრეტენზიის ან უფლების დარღვევის შესახებ განცხადების თაობაზე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამედიცინო მუშაკი ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით ატყობინებს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ფაქტის შესახებ აცნობებს იზოლატორის უფროსს. 6. იზოლატორში, რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოსათავსებელი პირისათვის პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად იზოლატორის ცვლის უფროსი იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას. ასეთ შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად ავსებს იზოლატორის მოსამსახურე. გარეგნული დათვალიერების ოქმში მიეთითება მოსათავსებელი პირის გარეგნული მდგომარეობა, სხეულის დაზიანების შესაძლო ნიშნები, თუ სად მიიღო აღნიშნული დაზიანებები, როდის და რა ვითარებაში, ვის მიერ, აქვს თუ არა მოსათავსებელ პირს ვინმეს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია, რომელსაც შემდგომ ადასტურებს ხელმოწერით. მოსათავსებელი პირის მხრიდან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმზე იზოლატორის მოსამსახურის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. დაზიანების ხანდაზმულობის შესახებ ინფორმაციას, იზოლატორის მოსამსახურე მოიპოვებს იმ სამედიცინო მუშაკისაგან, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა პირველადი სამედიცინო შემოწმება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამ ბრძანების №1 დანართით დადგენილი წესით ეცნობება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი). 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსათავსებელი პირის მხრიდან ნებისმიერი სახის პრეტენზიის ან უფლებების დარღვევის შესახებ განცხადების თაობაზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ამ ბრძანების №1 დანართით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი). 9. პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სამედიცინო მუშაკის შეფასებით არ იძლევა იზოლატორში მისი მოთავსების შესაძლებლობას, იგზავნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.“; დ) მე-16 მუხლის: დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირი უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან გამოვლინდება ავადობის აშკარა ნიშნები, იზოლატორის მოსამსახურე ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იგი სამედიცინო პუნქტში ან გამოიძახოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რათა მიიღოს დასკვნა ასეთი პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ან მკურნალობის კურსის იზოლატორში ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. იმ იზოლატორში: ა) რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის/ავადობის ნიშნებისა და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე; ბ) რომელშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის/ავადობის ნიშნებისა და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ ჩანაწერს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აკეთებს იზოლატორის მოსამსახურე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შევსებული სამედიცინო ბარათის შესაბამისად.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 პუნქტები: „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით ატყობინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირის მიმართ: ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ. 32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამ ბრძანების №1 დანართით დადგენილი წესით ეცნობება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“; ე) მე-19 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროკურორი ან/და გამომძიებელი, რომლის უშუალო წარმოებაშიც იმყოფება სისხლის სამართლის საქმე, ასევე, მათივე წერილობითი თანხმობით – სხვა გამომძიებლები/პროკურორები, შესაბამისი წერილობითი მიმართვით დაიშვებიან მხოლოდ იზოლატორის საგამოძიებო ოთახში საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებათა საწარმოებლად, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლები წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაიშვებიან იზოლატორის საგამოძიებო ოთახში იზოლატორში მოთავსებულ პირთან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მათი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“; ვ) მე-20 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორებს, რომლებიც სპეციალურად არიან უფლებამოსილი, განახორციელონ დაკავების ადგილებში, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა;“; ზ) 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. იზოლატორს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის, სახელმწიფო ინსპექტორის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები. 8. მოთავსებული პირი სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.“; თ) 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“; ი) 30-ე მუხლის: ი.ა) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეპარტამენტის დირექტორი/მინისტრი საჩივარს, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულისა, განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა აცნობებს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.“; ი.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით უგზავნის შეტყობინებას, თუ საჩივარი შეიცავს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ: ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ; ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ; გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ; დ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები