დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 598 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.10.003.021617 |
|
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების“ (დანართი №1): ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას ახორციელებენ „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების შესაბამისად: გ.ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით; გ.ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ჩატარებული კონკურსის (შემდგომში − კონკურსი) შედეგების საფუძველზე იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.“; ბ) მე-7 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც გადალახავს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე, თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე თითოეული პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე იმ პროფესიული სტუდენტის სწავლის დასაფინანსებლად, რომელიც პროფესიული ტესტირების ან კონკურსის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის მიხედვით (ქალაქის, დაბის, სოფლის დონეზე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის საფეხურზე.“; ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის კონკურსის საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაცემა ხდება ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ ასახვის საფუძველზე.“; გ) 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, თითოეულ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერის მაქსიმალური ოდენობა გამოიანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; დ) 91 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის სწავლის დაფინანსებისთვის ამავე დაწესებულებისთვის გადასარიცხი თანხის ოდენობა (მაგრამ არაუმეტეს ამ წესის 81 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) გამოიანგარიშება შემდეგი წესით: მოდულის საფასური მრავლდება ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობასა და 1,6 კოეფიციენტზე.“; დ.ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის დაფინანსება, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, ხორციელდება შემდეგი პრინციპით: ერთი მოდულის ფარგლებში ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებაში მისაღწევი სწავლის შედეგების ღირებულების ჯამური ოდენობა გამრავლებული იმ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობაზე, რომლებიც სწავლობენ აღნიშნული მოდულით და გამრავლებული ამ რაოდენობის შესაბამის კოეფიციენტზე. დაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღება ამ წესის 81 მუხლითა და ამ მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტებით დადგენილი კოეფიციენტები.“; ე) 92 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებებისთვის, პროფესიული ტესტირების ან კონკურსის საფუძველზე ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობა გამოიანგარიშება ამ წესის მე-9 და 91 მუხლებით გაანგარიშებულ ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების პირველად და კვარტალურ ოდენობას დამატებული 1000.0 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პროფესიული სტუდენტის სწავლების ხელშეწყობისათვის ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის გაზრდა შესაძლებელია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის კოლეჯის მიმართვის შემთხვევაში, რასაც უნდა დაერთოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა.“; ვ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, თანხის პირველადი და კვარტალური დაფინანსების მიღების მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დაფინანსების მოდულში ადასტურებს თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ოდენობის სისწორეს.“; ზ) მე-13 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში − მობილობა), მიმღებ დაწესებულებას ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; ზ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სტუდენტის, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა. ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; ზ.დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მობილობის/შიდა მობილობის განმახორციელებელი პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს პროფესიული სტუდენტის მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების კვარტლიდან, იმ შემთხვევაში, თუ მობილობა/შიდა მობილობა განხორციელდება ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თარიღამდე.“; ზ.ვ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა მის მიერ იმ მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობით, რომელზეც გადადის პროფესიული სტუდენტი.“; ზ.თ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) 131 მუხლის: თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ერთი დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა დაწესებულებაში მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდგომში − მობილობა) შემთხვევაში, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მიეცემა მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; თ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სტუდენტის ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან ამავე დაწესებულებაში სხვა მოდულებისგან შემდგარ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდგომში − შიდა მობილობა) შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა. ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მიმღებ დაწესებულებას, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; თ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის განხორციელების შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მიმღებ დაწესებულებას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაფინანსება მიეცემა მიმღებ დაწესებულებაში შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობით.“; თ.ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს; თ.ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროფესიული სტუდენტის იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, მოდულებისგან შემდგარ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ოდენობით მიეცემა ამავე ან სხვა დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების შემთხვევაში.“; თ.ზ) მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტის გადასვლის შემთხვევაში, დაწესებულებას მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსება მიეცემა, თუ მიმღები დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა განხორციელდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.“; ი) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ვაუჩერული დაფინანსება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებას შეუჩერდება მომდევნო კვარტალის დაწყებიდან ამ პროფესიული სტუდენტის მიერ პროფესიული სტუდენტის სტატუსის აღდგენამდე, არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში.“. 2. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის“ (დანართი №3) ცხრილის 1979-ე გრაფის შემდეგ დაემატოს 1980-ე − 2256-ე გრაფები, ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 2 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
|
დოკუმენტის კომენტარები