დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5446-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080000.05.001.019676 |
|
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
|
მუხლი 1
ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 1 ოქტომბერს ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2 ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდნენ იმავე მუხლით განსაზღვრული ის ფიზიკური პირები, რომლებზედაც 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა გაიცა. მუხლი 3 1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ფიზიკურ პირებს ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 10 დეკემბერი 2019 წ. N5446-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები