„ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 11 ოქტომბრის №281 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ“

„ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 11 ოქტომბრის №281 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 25/11/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.168
317
25/11/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 25/11/1996
090.012.000.168
„ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 11 ოქტომბრის №281 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა

ბრძანება 317

1996 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 11 ოქტომბრის №281 ბრძანებით დამტკიცებულ "ინსტრუქციაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ.

1. შეტანილ იქნას ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის II ოქტომბრის № 281 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ" ინსტრუქციაში და მეოთხე თავის 4.2. პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შესაბამისი ნებართვების განაკვეთი შეადგენს, უცხოეთიდან შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე 6 (ექვსი) თეთრს ერთ კოლოფ სიგარეტზე, მიუხედავად მისი ხარისხისა, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წარმოებულ და საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე - 3(სამი) თეთრს ერთ კოლოფ სიგარეტზე”.

2. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ნაწილობრივი ცვლილების სახელმწიფო რეგისტრაცია.

ფინანსთა მინისტრი                                            დ. იაკობიძე

 

 

ინსტრუქცია

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის და გადაზიდვის სპეციალური წესების შესახებ.

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „აქციზური პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში არსებული რეზერვების გამოვლენისა და ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №633 ბრძანებულების, „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოტანის დროებითი (ექსპერიმენტული) წესის

შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 24 სექტემბრის N251-ს და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 24 სექტემბრის #251-ს ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 1996 წლის 31 ოქტომბრის №298-ს ბრძანებების მოთხოვნათა შესრულების მიზნით:

თავი I

საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის * შემოტანის ნებართვის მიღების და აღრიცხვის წესი

1.1. ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის იმპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია მიიღოს თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ნებართვა ( ნიმუში მოცემულია N1 დანართში).

1.2. შემოტანის ნებართვის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

შენიშვნა: * შემდგომში მოიხსენიება „შემოტანის ნებართვა“

1.3. შემოტანის ნებართვის მისაღებად მეწარმე სუბიექტი იხდის 10000 (ათი ათასი) ლარს. აღნიშნული თანხის გადახდა წარმოებს საქართველოს ეროვნული ვალუტით, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

1.4. შემოტანის ნებართვის გაცემას აწარმოებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი, მისი მიღება ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის შემოტანამდე.

1.5. შემოტანის ნებართვის მისაღებად იმპორტიორმა საბაჟო დეპარტამენტში უნდა წარადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.6. საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოტანის ნებართვის გაცემა ხდება შესაბამისი მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

შემოტანის ნებართვის გაცემის დროს საბაჟო დეპარტამენტში ივსება ქვითარი ორ პირად. ქვითრის ნიმუში მოცემულია N2 დანართში.

1.7. ქვითრის პირველი პირი გადაეცემა იმპორტიორს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო მეორე პირი - მინდობილობასთან და შესასყიდი თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებასთან ან სალაროს შემოსავლის ორდერთან და შემომტანის ვალდებულებასთან (დანართი N3) ერთად ინახება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში.

1.8. საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ შემოსული საბუთები ტარდება რეგისტრაციაში და კეთდება ჩანაწერი თამბაქოს ნაწარმის შემომტანი ორგანიზაციების აღრიცხვის ჟურნალში.

1.9. შემოსული თანხების ერთი პროცენტი რჩება საბაჟო დეპარტამენტის განკარგულებაში, შემოტანის ნებართვის გაცემის მომსახურეობისათვის, ხოლო დანარჩენი თანხა გადაირიცხება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში აქციზით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დადგენილი წესის შესაბამისად.

1.10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსატანად, შემოტანის ნებართვის მფლობელი, საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურში ყოველ ცალკეულ შემთხვევაში წარადგენს წერილობით ვალდებულებას (ვალდებულების ფორმა მოყვანილია დანართ N3-ში).

წერილობითი ვალდებულება ფორმდება სამ პირად, საიდანაც პირველი პირი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, მეორე პირი გადაეცემა შესაბამის საბაჟო ორგანოს, ხოლო მესამე პირი საქონლის მფლობელს.

1.11. საბაჟო გამშვები პუნქტების მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტული ტვირთების გატარება ხდება ნებართვის და ვალდებულების წარდგენის შემდეგ.

1.12. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აიყვანება საბაჟო კონტროლზე და ავტომანქანა ტვირთით მოთავსდება საბაჟო ტერმინალში „ლილო-1“. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცვლა და ტვირთის გადატვირთვა სხვა ავტომანქანაში, ხორციელდება მხოლოდ საბაჟო ტერმინალში საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

1.13. საბაჟო ტერმინალში სატრანზიტო ტვირთის გაფორმების შემდეგ შიდა საბაჟო სატრანზიტო ფორმის იმ პირზე, რომელიც საბაჟო დეპარტამენტში გასაგზავნად არის  განკუთვნილი. საბაჟო ორგანოს მიერ ეკვრება ჰოლოგრამული მარკა.

1.14. საბაჟო გამშვები პუნქტების მიერ დაუშვებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან იმ სატრანზიტო ტვირთების გატარება, რომელთა შიდა საბაჟო სატრანზიტო ფორმაზე არ არის დაკრული ჰოლოგრამული მარკა მარკირებული შიდა სატრანზიტო ფორმა იგზავნება საბაჟო დეპარტამენტში.

1.15. ჰოლოგრამული მარკების გაცემა ხდება საბაჟო დეპარტამენტის მიერ იმ პასუხისმგებელ პირზე, რომელიც უზრუნველყოფს მარკების შენახვას და მათი მოძრაობის სრულყოფილ აღრიცხვას.

თავი 2

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის მოწმობა მისი შეძენის და აღრიცხვის წესი.

2.1. ყველა მეწარმე სუბიექტი პირი, რომელიც ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია მიიღოს გადაზიდვის ნებართვა (გადაზიდვის ნებართვის ნიმუში მოცემულია N4 დანართში).

2.2. გადაზიდვის ნებართვის გაცემა ხდება ყოველთვიურად, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრება მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

შენიშვნა: „შემდგომი -, გადაზიდვის ნებართვა“

2.3. გადაზიდვის ნებართვისათვის მეწარმე სუბიექტი ვალდებულია გადაიხადოს

- საქართველოს მეწარმე სუბიექტმა - 2500 ლარი

- უცხოელმა მეწარმე სუბიექტმა - 5000 ლარი

გადახდა წარმოებს საქართველოს ეროვნული ვალუტით, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

2.4. გადაზიდვის ნებართვის მისაღებად გადამზიდველი საბაჟო დეპარტამენტში წარადგენს შემდეგ საბუთებს:

- წერილობით ვალდებულებას საბაჟოს მიერ მითითებულ ადგილამდე ტვირთის მიტანაზე (წერილობითი ვალდებულების ფორმა - თან ერთვის დანართი N5)

შესაბამის ანგარიშზე გადაზიდვის მოწმობის შესაძენი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს.

2.5. წერილობითი ვალდებულება გადაზიდვაზე ფორმდება სამ პირად, საიდანაც პირველი პირი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, მეორე იგზავნება ყველა საბაჟო ორგანოში, ხოლო მესამე ხელზე ეძლევა გადამზიდველს.

2.6. გადაზიდვის ნებართვის გაცემიდან 3 დღის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის ყველა საბაჟო ორგანოებს აცნობებს გადაზიდვის უფლების მქონე პირების მონაცემებს . გადაზიდვის ნებართვის გაცემასა და მიღებული თანხით ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე ვრცელდება შემოტანის ნებართვაზე გათვალისწინებული პირობები.

თავი 3

თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება

3.1. საბაჟო გამშვები პუნქტების და ტერმინალების ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის შემოტანა და საბაჟო გაფორმება, მოცემულია ამ ინსტრუქციის დანართში (დანართი N6).

3.2. შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი საბაჟო ორგანოს მიერ იგზავნება იმ საბაჟო ორგანოში, რომელიც მითითებულია იმპორტიორის ვალდებულებაში. რის შესახებაც. ოპერატიული სამსახურის მეშვეობით მონაცემები იმავდროულად გადაეცემა საბაჟო დეპარტამენტს.

3.3. დეკლარანტი საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელ საბუთებთან ერთად საბაჟო ორგანოში წარადგენს შემოტანის და გადაზიდვის ნებართვებს.

3.4. სსდ-ს შევსების დროს გრაფა 44-ის 1 პუნქტში მიეთითება იმ შემოტანის ნებართვის ნომერი, თარიღი და ვადები, რომლითაც შემოტანილია საქონელი.

3.5. სსდ-ს შევსების დროს 47-ე გრაფაში 1 პუნქტი მიეთითება კოდი-14, გრაფა 33-ში სასაქონლო კოდის მე-9 გაშიფვრა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: მაღალი ხარისხის სიგარეტზე მე-9 ციფრის ადგილზე მიეთითოს ციფრი - 1, საშუალო ხარისხი სიგარეტზე ციფრი - 2, დაბალი ხარისხის სიგარეტზე ციფრი-3, დსთ-ში წარმოებული და შემოტანილ სიგარეტზე ციფრი - 4. 31-ე გრაფას მარჯვენა ქვედა უჯრედში მიეთითოს კოლოფების რაოდენობა. 47-ე გრაფის 1 უჯრედში „вид" მიეთითოს კოდი - 14, II უჯრედში „Начисление "- მიეთითოს კოლოფების რაოდენობა, მესამე უჯრედში მიეთითება ტარიფები ხარისხების მიხედვით.

3.6. შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმება ხდება საქონლის საბაჟო გაფორმებისათვის დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პარალელურად საბაჟო ორგანოს მიერ ოპერატიული სამსახურის მეშვეობით ეცნობება საბაჟო დეპარტამენტის სპეციალურ სამსახურს, რის შედეგადაც ჟურნალის შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების თარიღის და გადახდილი

თანხის მითითებით.

თავი 4

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, რეექსპორტისა და ტრანზიტისათვის შესაბამისი ნებართვის მიღების წესი.

4.1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით შემოტანილი თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შესაბამისი ნებართვებს, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული რეჟიმით გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმისა, რომლის მესაკუთრე-მეწარმე სუბიექტი დაფუძნებულია მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს საბაჟო ორგანოში წარადგენს კანონიერი დაფუძნებისა და მიმღები ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ გაცემულ თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმებისა და დაბეგვრის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

4.2. შესაბამისი ნებართვის განაკვეთი შეადგენს უცხოეთიდან შემოტანილი თამბაქოს ნაწარმზე 6 თეთრს ერთ კოლოფ სიგარეტზე, მიუხედავად მისი ხარისხისა, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წარმოებულ და საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე - 3 თეთრს ერთ კოლოფ სიგარეტზე.

თამბაქოს ნაწარმზე ერიცხება აგრეთვე საბაჟო პროცედურებზე და მომსახურებაზე მოსაკრებელი 0,3 პროცენტის ოდენობით საბაჟო ღირებულების მიხედვით.

4.3. სპეციალური ნებართვის გაცემისათვის მიღებული თანხები გადაირიცხება ცენტრალური ბიუჯეტში, აქციზზე დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

დანართი №6

საბაჟო გამშვები პუნქტების ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება

1. თბილისის საბაჟოს საბაჟო საგუშაგო „აეროპორტი“

2. ქუთაისის საბაჟოს საბაჟო საგუშაგო „აეროპორტი“

3. ბათუმის საბაჟოს საბაჟო საგუშაგო „სარფი“ და პორტი.

4. ფოთის საბაჟო

5. ქვემო ქართლის საბაჟო საგუშაგოები

"წითელი ხიდი" და „სადახლო"

6. საბაჟო საგუშაგო „ყაზბეგი“

7. ახალციხის საბაჟოს საბაჟო საგუშაგო „ვალე“

 

დანართი №4

 

 

 

 

დანართი №3

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი

 

სარეგისტრაციო № --------------------თარიღი ---------------------------------- 199 ----- წ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                            (ივსება საბაჟოს მიერ)

ვალდებულება საქონლის შემოტანაზე

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                    (ორგანიზაციის სრული დასახელება, კოდი, მისამართი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                             (საბანკო რეკვიზიტები)

მიმდინარე წლის ---------------------- დან -------------------------------მდე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩემს მიერ შემოტანილი იქნება ----------- ა/მანქანა თამბაქოს ნაწარმი. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდება -------------საბაჟოს -------------------- გამშვები პუნქტის გავლით, საქონელი საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან  5 დღის განმავლობაში გაფორმდება ----------------------------

საბაჟოში და  გადახდილი იქნება ყველა გათვალისწინებული გადასახადი.

გადასახადის თავის არიდებაზე საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს გაცნობილი ვარ.

 

იურიდიული პირი

(ხელის მოწერა)

„------„ ----------------- 199 წ.

 

საბაჟო დეპარტამენტი

„------„ ----------------- 199 წ.

 

 

დანართი №5

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი

 

სარეგისტრაციო N --------------------თარიღი ---------------------------------- 199 ----- წ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                                            ივსება საბაჟოს მიერ

ვალდებულება საქონლის გადაზიდვაზე

-----------------------------------------------------------------------------------------------------

               (ორგანიზაციის სრული და ხელები, კოდი, მისამართი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                                           საბანკო რეკვიზიტები

ვალდებულებას ვიღებ N ------- გადაზიდვის ნებართვის მოქმედების პერიოდში ჩემს მიერ თამბაქოს ნაწარმის გადაადგილება მოხდეს საბაჟოს მიერ მითითებული სვლაგეზის მიხედვით.

ვალდებულების პირობების დარღვევაზე ჩემს მიერ გადახდილი იქნება ჯარიმის სახით თამბაქოს ნაწარმის გადაადგილებაზე ნებართვის ღირებულების ხუთმაგი ოდენობის თანხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

მთ. ბუღალტერი

ბ.ა.

 

 

 

დანართი №2

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი

ქ ვ ი თ ა რ ი

თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ნებართვის მიღებაზე

სარეგისტრაციო N --------------------თარიღი ---------------------------------- 199 ----- წ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                        ივსება საბაჟოს მიერ

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

                     ორგანიზაციის სრული და ხელები, კოდი, მისამართი

-----------------------------------------------------------------------------------------------------

მივიღე ნებართვა თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე № -------

შემოტანის ნებართვის გამცემი თანამშრომლის

ხელმოწერა ---------------------------------

მიღებულია -------------------------------------------------------------------------------  

                           თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი

------------------------------------------------------------------------------------------------

მინდობილობის №--------------------თარიღი -----------------------199 ------ წ.

პასპორტის სერია -------N -------------------------------გაცემულია -------------------

------------------------------------------------------------------------------------------------

მიიღო " -----„ ------------------------------------199 --------- წ.

საბაჟოს ბეჭდის ადგილი

ხელმოწერა

მიმღები ორგანიზაციის

ბეჭდის ადგილი