„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.121.016380
25
04/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
210020010.35.121.016380
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2019 წლის 4 დეკემბერი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 10 ნოემბრის N49 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17.11.2015 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.121.016193) მე-2 მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის მიხედვით:

ა) ქალაქის ტერიტორიაზე:

ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0,5 ლარი;

ა.ბ)  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1000 კვ. მეტრამდე 2 (ორი) ლარი ყოველ 1 კვ. მეტრზე, ხოლო 1000 კვ. მეტრს ზემოთ 1 (ერთი) ლარი ყოველ 1 კვ. მეტრზე;

ა.გ) სხვა შენობა-ნაგებობებზე, მათ შორის კომერციულ და სამრეწველო საქმიანობის შენობა-ნაგებობებზე 1 კვ. მეტრზე 2 (ორი) ლარიж

ბ) სოფლების ტერიტორიაზე:

ბ.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0,2 ლარი;

ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1000 კვ. მეტრამდე 2 (ორი) ლარი ყოველ 1 კვ. მეტრზე, ხოლო 1000 კვ. მეტრს ზემოთ 1 (ერთი) ლარი ყოველ 1 კვ. მეტრზე;

ბ.გ) სხვა შენობა-ნაგებობებზე, მათ შორის კომერციულ და სამრეწველო საქმიანობის შენობა-ნაგებობებზე 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი;

გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტის გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი.

დ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს მე-2 კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მე-3 კლასის ობიექტებისათვის - 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მე-4 კლასი ობიექტებისათვის - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი