დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს №52.12.1086, 06.11.95 წლის კოლეგიის დადგენილების გამოყენების წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/768 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 04/11/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 29/11/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020.012.000.164 |
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/768
1996 წლის 4 ნოემბერი
ქ.. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 15.12.1086 06.11.95წლის კოლეგიის დადგენილების გამოყენების წესის შესახებ
ვბრძანებ
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995წლის 6 ნოემბრის N52:12.1086 კოლეგიის დადგენილება გავრცელდეს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებაში განთავსებული ყველა ტიპის სახელმწიფო საწარმოზე და ორგანიზაციაზე პრივატიზების ფორმის მიუხედავად.
2. დაევალოს კანცელარიას /ბ-ნ გ. ქოიავას/ ბრძანების გამრავლება და დაგზავნა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის.
3. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდეს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
4. დაევალოს იურიდიულ და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს აღნიშნული ბრძანება გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. დიდბერიძეს.
მინისტრი ა. სილაგაძე
მოამზადა: საორგანიზაციო ინფორმაციო სამმართველომ
შეთანხმებულია: გ. დიდბერიძესთან
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები