„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017270
404
25/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
200090000.22.033.017270
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №404

2019 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის  61 მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით კატეგორიის განსაზღვრა ხორციელდება კალენდარული თვის პირველი რიცხვისთვის, არაუგვიანეს შესაბამისი თვის 15 რიცხვისა ან/და გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისთანავე.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. კატეგორიის განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელს ენიჭება შესაბამისი სტატუსი: მცირე, საშუალო, მსხვილი გადასახადის გადამხდელის სტატუსი.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამით.“.

4. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  კატეგორია შეიძლება იყოს:

ა) მცირე –  პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ნაკლებია 100 000 ლარზე;

ბ) საშუალო – პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე და ნაკლებია 4 000 000 ლარზე;

გ) მსხვილი – პირი, რომლის მიერ საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 4 000 000 ლარზე.“.    

5. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, პირისთვის განსაზღვრული კატეგორიის:

ა) მინიჭება ხორციელდება შემდეგი წესით:

  • მცირე კატეგორია – ახლად დარეგისტრირებულ პირს რეგისტრაციისთანავე ან წელიწადში ერთხელ პირველიდან  15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;
  • საშუალო კატეგორია – ყოველი თვის პირველიდან  15 რიცხვამდე, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 -პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მცირე კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი ოდენობა ან წელიწადში ერთხელ პირველიდან  15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  მსხვილი კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;  
  • მსხვილი კატეგორია – წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი გადასახადის ოდენობა;

ბ)  გაუქმება ხორციელდება შემდეგი წესით:

  • მცირე კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს, ან ყოველი თვის პირველიდან 15 რიცხვამდე, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მცირე კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე მეტი დარიცხული გადასახადის ოდენობა;
  • საშუალო კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით საშუალო კატეგორიისთვის დადგენილი ზღვარისგან განსხვავებული დარიცხული გადასახადის ოდენობა;  
  • მსხვილი კატეგორია – პირის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის დროს ან წელიწადში ერთხელ პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, როდესაც პირს უდგინდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით მსხვილი კატეგორიისთვის დადგენილ ზღვარზე ნაკლები დარიცხული გადასახადის ოდენობა;“.
6. მე-12 პუნქტის მაგალითი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„მაგალითი:

ა) სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს  დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც  1 900 000 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000  ლარია.

შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“;

ბ) მოცემულობა იგივეა, დამატებით შპს X-მა 2019 წლის 15 ნოემბერს წარადგინა 2017 წლის იანვრის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც გაზრდილია „დარიცხული“ თანხა 3 000 000 ლარით.

სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს  დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ნოემბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც 1 900 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000  ლარია. შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“, ხოლო 2017 წლის იანვრის დეკლარაცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს.“.

მუხლი 2
ამ ბრძანებით გათვალისწინებული კრიტერიუმებით გადამხდელისათვის კატეგორიის პირველადი განსაზღვრა განხორციელდეს ამ ბრძანების ამოქმედების თვის მომდევნო თვის პირველიდან 15 რიცხვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი