„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 233/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017853
233/ნ
05/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
430010000.22.022.017853
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №233/ნ

2019 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (დანართი №1)  391 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 392 მუხლი:

„მუხლი 392. სტუდენტების შესახებ მონაცემთა დამუშავება

1. ცენტრი უფლებამოსილია უმაღლესი განათლების სისტემაში შეფასების სფეროს განვითარებისა და კვლევების ჩატარების, კერძოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების პრედიქტული ვალიდობის კვლევის ჩატარების მიზნით, ცენტრში არსებულ ინფორმაციასთან (მათ შორის, პერსონალურ მონაცემებთან) ერთად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოითხოვოს და დაამუშაოს სტუდენტთა აკადემიური შეფასების (მოსწრების) შესახებ ინფორმაცია, შემდეგი პერსონალური მონაცემების ჩათვლით: სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საგანმანათლებლო პროგრამა, მიმდინარე სემესტრი და სასწავლო კურსებში მიღებული შეფასებები.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა, მიაწოდოს ცენტრს მოთხოვნილი ინფორმაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი