„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.016919
94
04/12/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
310060000.22.034.016919
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №94

2019 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28.02.2014 წ., 310060000.22.034.016289) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის, 314-ე მუხლის მე-7 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-6 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული რედაქციით ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.“.

  3. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს პროკურატურა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საინკასაციო სამსახურები;“.

5. დანართი №1-ის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორები.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. სახელმწიფო ინსპექტორი, სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილეები.“;

დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი და მოადგილე.“;

ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. სახელმწიფო რწმუნებული.“;

ვ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური