დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016921 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/12/2019 - 06/04/2020)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ზე შესული შეტყობინებების პირველადი რეაგირებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტებისათვის მიწოდებისა და მათთან კოორდინირებული მუშაობის წესი
|
| მუხლი 1 |
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირ „112“-სა (შემდგომში – „112“) და სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) შორის (შემდგომში – უფლებამოსილი სუბიექტი) მიღებულ შეტყობინებებზე კოორდინირებული მუშაობის წესსა და საგანგებო სიტუაციებისა და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირების საკითხებს.
2. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტისთვის „112“-ის მიერ მიღებული შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ERC-„112“-ის პროგრამაში არსებული კატეგორიების („შსს“, „C”, „P", „S“ და „F-R“) მიხედვით შემდეგი პრინციპით: ა) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს გადაეცემა ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „C“ კატეგორია, ასევე სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიღებული ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „P“ კატეგორია; გ) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „შსს“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ – სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-ს მეშვეობით; დ) ის შეტყობინებები, სადაც ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „S“, საქმე ინფორმაციის სახით გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებას ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით; ე) ის შეტყობინებები, სადაც რეაგირებაზე უფლებამოსილ ერთ-ერთ სუბიექტად მითითებულია „F-R“, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. 3. „112“-ში შემოსული ინციდენტების ნუსხაში (დანართი №1) ტერმინი „საკონსულტაციო“ აღნიშნავს იმგვარ შეტყობინებას, როდესაც უფლებამოსილი სუბიექტისთვის შეტყობინების გადაცემა არ ხორციელდება. ამასთან, ნუსხაში მითითებული ინციდენტების დახასიათება არის პირობითი ხასიათის. 4. სამინისტროს უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „112"-ს განხორციელებული სტრუქტურული, საკომუნიკაციო ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რაც შეაფერხებს „112"-ის მიერ შეტყობინების მიწოდებას. |
| მუხლი 2 |
1. ქ. თბილისის მასშტაბით ,,112“-ის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი შეტყობინება გადაეცემა შესაბამისი რაიონის ოცეულის მეთაურს, როგორც რადიოკავშირის (რადიოეთერის დაკავების შემთხვევაში – ტელეფონით), ასევე ბორტ კომპიუტერებზე არსებული ,,112“-ის პროგრამის საშუალებით. ოცეულის მეთაურთან დაკავშირების შეუძლებლობის შემთხვევაში – დაკავშირება ხდება შესაბამისი რაიონის თავისუფალ ეკიპაჟთან.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ გამოძახებაზე გასაგზავნი შესაბამისი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟის/ეკიპაჟების (შემდგომში – საპატრულო ეკიპაჟი) განსაზღვრის შესახებ. 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური პირადად ან „112“-ის დისპეტჩერის მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟს გადასცემს შემოსულ შეტყობინებას პირველადი რეაგირების მიზნით რადიოკავშირის და ბორტ კომპიუტერებზე არსებული „112“-ის პროგრამის საშუალებით. პირადად გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული ქმედების შესახებ ატყობინებს „112“-ის დისპეტჩერს, რომელიც უზრუნველყოფს ეკიპაჟთან შემდგომ კოორდინირებულ მუშაობას. 4. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური საპატრულო ეკიპაჟის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს ,,112“-ის დისპეტჩერს ცვლილების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფის მიზნით. 5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაური ვალდებულია ცვლის განმავლობაში მუდმივად ჰქონდეს წვდომა ERC – „112“-ის პროგრამასთან ბორტ კომპიუტერის საშუალებით, ხოლო პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში აცნობოს „112“-ის დისპეტჩერს. 6. „112“-ის დისპეტჩერი ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ დაუკავშირდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ოცეულის მეთაურის მიერ გამოყოფილ საპატრულო ეკიპაჟს/ეკიპაჟებს და მიაწოდოს ინფორმაცია გამოძახების მისამართის, შემთხვევის და შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ; ბ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟთან უშუალოდ დაკავშირების შემთხვევაში საქმის გადაცემა ასახოს პროგრამულად; გ) პროგრამის გამოყენების რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე მისვლის, საქმის დასრულების და დამდგარი შედეგის შესახებ დააფიქსიროს პროგრამულად. |
| მუხლი 3 |
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო ეკიპაჟი ვალდებულია:
ა) რადიოკავშირით ან ტელეფონით მიმართვისას დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს „112“-ის დისპეტჩერს; ბ) ინფორმაცია შეტყობინების მიღების შემდეგ დააფიქსიროს პროგრამულად და რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით დაუდასტუროს „112“-ის დისპეტჩერს; გ) მიღებულ საქმეზე რეაგირების შეფერხების შემთხვევაში (თუ საპატრულო ეკიპაჟი შეესწრო სხვა შემთხვევას ან საპატრულო ეკიპაჟის გადაადგილება ფერხდება ავტომანქანის ტექნიკური პრობლემის გამო და ა.შ.) მიზეზი დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ის დისპეტჩერს; დ) შემთხვევის ადგილზე გასვლა, მისვლა, დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია და საქმის დასრულება დააფიქსიროს პროგრამულად და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გადასცეს „112“-ის დისპეტჩერს რადიოკავშირის/ტელეფონის მეშვეობით; ე) აცნობოს უშუალოდ „112“-ის დისპეტჩერს დამატებითი საპატრულო ეკიპაჟის ან სხვა სამსახურის საჭიროების შესახებ. |
| მუხლი 4 |
1. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC - „112“-ის მეშვეობით.
2. სამუშაო პროცესის მუდმივ რეჟიმში პროგრამული ხედვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო ვალდებულია: ა) დაუყონებლივ გადასცეს „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოებიდან, მეტროპოლიტენის სამმართველოებისა და ტურისტული უსაფრთხოების ქვეით პატრულთა სამმართველოდან მიღებული განწესი; ბ) ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის (სამმართველო) ოპერატიულ-სამორიგეო განყოფილებისათვის გადაცემული შეტყობინება ნომრით და შინაარსით დააფიქსიროს ERC-„112“-ის პროგრამაში შესაბამისი საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში); გ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს. |
| მუხლი 5 |
1. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქ. თბილისისა „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალურ დანაყოფებს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის - ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით.
2. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე“, „გაგზავნილია ბრიგადა", "დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს საქმეზე გასული ეკიპაჟის საძახისი, მისვლა და დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის „მიმდინარე“ მინიჭების შემდეგ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის პროგრამის საქმის სარეგისტრაციო ფორმაში (შემდგომში – საქმის სარეგისტრაციო ფორმა) დააფიქსიროს აღნიშნული ინფორმაცია; გ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; დ) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; ე) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ის დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ვ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს. 3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფის სამორიგეოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. |
| მუხლი 6 |
1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო შეტყობინების მიღების შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს რეაგირებას და განხორციელებული რეაგირების შესახებ აფიქსირებს საქმეში შემდეგ ინციდენტებს:
ა) უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; ბ) არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შესახებ; გ) დაკარგული სანომრე ნიშნის შესახებ; დ) ნაპოვნი სანომრე ნიშნის შესახებ; ე) მიტოვებული ავტომანქანის შესახებ; ვ) ალკოტესტიანი ეკიპაჟის მოთხოვნის შესახებ; ზ) პარკირების პრობლემის შესახებ, გარდა საგზაო ნიშნის მოქმედების ზონისა და სავალი ნაწილის ჩაკეტვისა; თ) იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება (მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებიდან შემოსული შეტყობინებები); ი) ახდილი ჭის ლუქის შესახებ; კ) საგზაო/სარემონტო სამუშაოების შესახებ; ლ) პრეტენზია საპატრულო პოლიციასთან. 2 ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინციდენტზე „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შეტყობინებას უგზავნის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. |
| მუხლი 7 |
1. „112“-ის მიერ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისთვის შეტყობინებათა გადაცემა და მხარეთა შორის საქმიანობის კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC – „112“-ის ან/და სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow“-ს მეშვეობით. ERC-„112“-ის მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, ხოლო „eflow“-ს საშუალებით – სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დანაყოფებს სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. გამონაკლის შემთხვევებში შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სატელეფონო კავშირის საშუალებით.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია: ა) მისი ტერიტორიის საზღვრებში შემავალი საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, აღნიშნული ინფორმაცია პროგრამულად ასახოს სტატუსით – „მიმდინარე“ და შეტყობინება შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს შესაბამის დანაყოფს რადიოკავშირის ან ტელეფონის საშუალებით; ბ) მისი ტერიტორიის ფარგლებში პოლიციის გასვლა დააფიქსიროს სტატუსით – „გაგზავნილია ბრიგადა“; გ) იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევს, რომ შემთხვევა არ არის მის სამოქმედო ტერიტორიაზე, დამოუკიდებლად გადასცეს შეტყობინება შესაბამის დანაყოფს და ERC-„112“-ის საქმის ჩატში (ღია ტექსტურ ველში) დააფიქსიროს ეს ინფორმაცია; დ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; ე) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება და გადასცეს შესაბამის დანაყოფს; ვ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ზ) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს. 3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო კავშირის მეშვეობით; ბ) დაადასტუროს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოდან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით. |
| მუხლი 8 |
სამინისტროს ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ-სამორიგეო სამმართველოს ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის სამორიგეო განყოფილებასა და „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის შეტყობინებათა გადაცემა ხორციელდება სამინისტროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – „Eflow”-სა და ERC-„112“-ის პროგრამის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – სატელეფონო კავშირის საშუალებით. |
| მუხლი 9 |
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს შორის ინფორმაციის ორმხრივი მიმოცვლა ხდება ერთიანი ინფორმაციული სისტემის – ERC-„112“-ის მეშვეობით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) საქმის ERC-„112“-ში დარეგისტრირებისთანავე მოახდინოს რეაგირება და პროგრამულად ასახოს სტატუსები: „მიმდინარე", „გაგზავნილია ბრიგადა", „დასრულებულია", ასევე დააფიქსიროს დამდგარი შედეგის შესახებ ინფორმაცია; ბ) შეტყობინებათა დუბლირების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის სარეგისტრაციო ფორმაში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი; გ) დაადასტუროს „112“-ის მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; დ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, „112“-ისგან დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; ე) შეტყობინებათა პროგრამული ხედვის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების ან შეწყვეტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „112“-ს. 3. „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველო ვალდებულია: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებულ შეტყობინებათა გადაცემა უზრუნველყოს სატელეფონო საშუალებით; ბ) დაადასტუროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს მიერ ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) გადაცემული დამატებითი ინფორმაციის მიღება; გ) ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორით (ჩათი) ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს ოპერატიული მართვის სამმართველოს დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში დაკავშირება განახორციელოს ტელეფონის საშუალებით; დ) საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დააფიქსიროს შენიშვნის ველში ან/და ERC-„112“-ის საქმის კომუნიკატორში (ჩათი). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები