,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016323
19
29/11/2019
ვებგვერდი, 06/12/2019
280090030.32.057.016323
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

,,აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ“ აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1.      
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებ­ში, სტიქიით  მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტე­რიუ­მებისა და ზიანის აღმოფხვრის  წესის  შესახებ”  აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებაში (სსმ, 19.04.2016, სარეგისტ­რაციო კოდი: 280090030.32.057.016225) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტი­ქიით  მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუ­შაო­ბის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებში, სტიქიით დაზარა­ლებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუ­მებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმი­ნისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკ­ვიდაციო შერეული სამთავრობო კომი­სიის მუშაობის წესის“ მე-15 მუხ­ლის მე-2 პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე დადგენილებით არ არის გათვალის­წინებ­ული კონკრეტული გარემოება, რომელიც მისი დადგომის ეტაპზე მოითხოვს გა­დაწყვე­ტას, კო­მისიას შეუძლია ინდივიდუალურად იმსჯელოს არსებულ გარემოება­ზე, ამ დადგენი­ლებით გათვალისწინებელი კრიტერიუმების მიუხედავად.“.

2.  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტი­ქიით  მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის­ წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზა­რალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვ­რის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის   12 აპრილის №14 დადგენილებით დამტკიცებული  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუ­მებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ხანძრის (ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის) შედე­გად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით:

ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში შესაძლე­ბელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 15 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას);

ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში, რომე­ლიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინან­სური დახ­მარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასა­ხული  პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე