„წყლის ობიექტებით მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის გაანგარიშების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„წყლის ობიექტებით მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის გაანგარიშების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 19/08/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.157
  • Word
109
19/08/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/1996
240.012.000.157
„წყლის ობიექტებით მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის გაანგარიშების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.157

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება 109

1996 წლის 12 აგვისტო

ქ.თბილისი

წყლის ობიექტების მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს წყლის ობიექტების მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების დროებითი დებულება”.

ნ.ჩხობაძე

წყლის ობიექტების მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების დროებითი დებულება

                              

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე დროებითი დებულება“ განსაზღვრავს საქართველოს წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებებით (უშუალოდ) ან ჩამდინარე წყლებით დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშების წესს.

1.2. წყლის ობიექტების დაბინძურებით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სმართალდამრღვევი ობიექტებისათვის ზარალის ასანაზღაურებელი პრეტენზიის, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველზე. 03.05.47

1.3. სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზია წარედგინება წარმოებებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს და სხვა იურიდიულ პირებს მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, ფიზიკურ პირებს, ასევე ერთობლივ საწარმოებს უცხოელი მოქალაქეების და იურიდიული პირების მონაწილეობით, რომლბსაც მიღებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

1.4. სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზიის წარდგენა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

– წყლის ობიექტების დაბინძურებისათვის, რომელიც გამოწვეულია მასში დამაბინძურებელი ნივთიერებების ზალპური (ავარიული) ჩაშვებით, რის შედეგადაც წყალსატევში ამა თუ იმ ნივთიერების ზღვრულად დასაშვები კონცენტაცია (ზ.დ.კ.) იმატებს 100-ჯერ და მეტად;

– წყლის ობიექტების დაბინძურებისათვის, რომელიც გამოწვეულია მასში მუდმივი ზელიმიტური ჩაშვებით დამაბინძურებელი ნივთიერებების იმ რაოდენობისა, რომელიც აღემატება წყალსატევებში მავნე ნივთიერებების ჩაშვების დამტკიცებულ ლიმიტებს.

1.5. სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზია წარედგინება იმ საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს ან სხვა მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ახორციელებენ წყალსატევში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას საკუთარი საკანალიზაციო ან ქალაქების და დასახლებული პუნქტების სანიაღვრე კანალიზაციის სისტემებიდან, აგრეთვე იმ ობიექტებს, რომელთა ტერიტორიიდანაც მოხდა წყალსატევში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვება.

კომუნალური კანალიზაციის სისტემებიდან წყლის ობიექტების დაბინძურების შემთხვევებში ზარალის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზია წარედგინება შესაბამის (საქალაქო, რაიონული) საკანალიზაციო მეურნეობის სამსახურებს.

1.6. წყლის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის სიდიდის დაანგარიშება ხორციელდება წყალშემკრები აუზის ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტის Kა (დანართი 1) გათვალისწინებით.

1.7. არსებულ ეტაპზე სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზიის წარდგენა იწარმოებს წყლის ობიექტებში 42 ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერების (დანართი 2) ჩაშვებისათვის. შემდგომში მათ ნუსხაში შესაძლებელია დამატებებისა და ცვლილებების შეტანა.

1.8. წყლის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი პრეტენზიით დაანგარიშებული თანხების გადარიცხვა ხორციელდება დამტკიცებული წესის შესაბამისად.

1.9. წყლის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პრეტენზიის წარსადგენად დასაანგარიშებელი თანხების ნორმატივები მოცემულ დებულებაში განსაზღვრულია ლარებში.

1.10. პრეტენზიას წყლის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად სამართალდამრღვევ ობიექტებს წარუდგენენ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოები.

2. სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დასაანგარიშებლად წყლის ობიექტებში ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების მასის განსაზღვრა

2.1. წყალსატევში ზალპურად (ავარიულად) ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა განისაზღვრება სამართალდამრღვევი ობიექტის გამოკვლევისას იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებითაც ხასიათდებიან: ტექნოლოგიური მოცულობებიდან და მილსადენებიდან ჟონვის სიდიდე და ხანგრძლივობა, ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტების და ნარჩენების ავარიული ჩაშვება.

დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა შესაძლებელია განისაზღვროს ვიზუალური მეთოდითაც.

ზღვაში, ტბაში, წყალსატევში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტების მასა შეიძლება გნისაზღვროს ნავთობის აფსკის გარე ნიშნებით (ცხრილი 3).

2.2. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა როგორც მუდმივი ზელიმიტური, ასევე ზალპური (ავარიული) ჩაშვების შემთხვევაში თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერებისათვის განისაზღვრება ფორმულით:

P = Q X (C- C) X t X 10-6

სადაც: P _ არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში;

Q ჭარბი რაოდენობის დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ3/სთ-ში;

C ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული დამაბინძურებელი ნივთიერებების ფაქტობრივი კონცენტრაცია, მგ/ლ-ში;

C ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების დასაშვები კონცენტრაცია თანახმად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივებისა, მგ/ლ-ში;

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევ (დამაბინძურებელ) ობიექტს არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებული ნორმატივები, Cდ-დასაშვვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.), რომელიც დადგენილია ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესებით”;

t დამაბინძურებელი ნივთიერების ჭარბი რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლივობა საათებში.

2.3. დამაბინძურებელი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობის შემცველი ჩამდინარე წყლების მუდმივი ჩაშვების შედეგად ხანგრძლივი პერიოდის (1 წელი, 2 წელი და ა.შ.) განმავლობაში, სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშებისას დამაბინძურებელი ნივთიერების მასის (P) მაჩვენებლად გამოიყენება სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმის „2-გდ (წყალმეურნეობა)“, მონაცემები თუ მათი სისწორე დადასტურებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ.

3. წყლის ობიექტებში დამაბინძურებელი ნივთიერებების

 ჩაშვებით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის დაანგარიშება

წყლის ობიექტებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვებით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალი განისაზღვრება ფორმულით:

Y = KX Kა X P X A

სადაც:

Y არის სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის რაოდენობა ლარებში;      

K კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს თუ რა საშუალებით მოხვდნენ წყალსატევში დამაბინძურებელი ნივთიერებები. სამართალდამრღვევი ობიექტის კუთვნილი საკანალიზაციო სისტემიდან ან მისი ტერიტორიიდან წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების შემთხვევაში K=1, ხოლო ასეთი ნივთიერებების წყალსატევში ქალაქის სანიაღვრე კანალიზაციის საშუალებით ჩაშვების შემთხვევებში Kს=0,5;

Kა წყალშემკრები აუზის ეკოლოგიური მდგომარეობის მახასიათებელი კოეფიციენტია და მისი მაჩვენებლები მოცემულია 1 ცხრილში;

P ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასაა ტონებში, განსაზღვრული დებულების მე-2 თავის მიხედვით;

A ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვებისათვის გადასახადის ნორმატივია ლარებში, რომელიც თითოეული ნივთიერებისათვის მოცემულია 2 ცხრილში.

 

ცხრილი 1

წყალშემკრები აუზის ეკოლოგიური მდგომარეობის

მახასიათებელი კოეფიციენტები- Kა

წყლის ობიექტის დასახელება

ა) განსაკუთრებით დაბინძურებული:

შავი ზღვის სანაპირო ზოლი, მდ. რიონის აუზი, მდ. მტკვარი და მისი შენაკადები ქ. გორიდან რესპუბლი-კის საზღვრამდე. მდინარეები: ჟოეკვარა, ბესლეტკა, გუბისწყალი, ბარცხანა, ყოროლისწყალი;

ბ) მაღალი დაბინძურების მქონე:

მდ. მტკვარი და მისი შენაკადები თურქეთის საზღვრიდან ქ. გორამდე. მდინარეები: ენგური, ღალიძგა;

გ) დაბინძურებული:

მდ. სუფსის აუზი. მდინარეები: შავწყალა, მოქვა, ხობი, ნატანები, იორი, ალაზანი, თერგი;

დ) წყლის სხვა ობიექტები

 

 

1,5

 

1,3

 

 

1,2

 

1,0

 

 

 

 

 

ცხრილი 2

წყლის ობიექტებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვებით

მიყენებული ზარალის დასაანგარიშებელი ცხრილი

 

 

 

ნივთიერება

გადასახადის ნორმატივი

ლარი 1 ტონაზე

 

 

 

მუდმივი ზელიმი-ტური ჩაშვებისათვის

ზალპური ჩაშვებისათვის

1

2

3

4

1.

შეწონილი ნაწილაკები

39,0

78,0

2.

სულფატები

2,3

4,6

3.

ქლორიდები

0,8

1,6

4.

ფოსფატები

780

1560

5.

ვოლფრამი, სპილენძი, ქრომი, ვანადიუმი, სელენი, ფოსფორი, ციანიდები, კადმიუმი

195000

390000

6.

ნიკელი, მანგანუმი, კობალტი, თუთია, ტელური, ფენოლები, მაღალტოქსიკური ლითონორგანიკა

19500

39000

7.

ტყვია, ტიტანი, ბორი, საერთო აზოტი, ამონიუმის აზოტი,

სზან-ი, მეთანოლი

1950

3900

8.

დარიშხანი, სტიბიუმი, ფტორიდები

3950

7900

9.

რკინა, ალუმინი

390

780

10.

ვერცხლისწყალი, ბერილიუმი, ტალიუმი, მოლიბდენი

1950000

3900000

11.

ბარიუმი

97,5

195

12.

ჟბმ

65,3

130,6

13.

ეთილენი

500,3

1000,6

14.

ნავთობპროდუქტები, ფორმალდეჰიდი, აცეტონი, ბუთილის სპირტი

3900

7800