დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016321 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/12/2019 - 21/01/2020)
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 28 ივნისის №17 დადგენილებაში (სსმ, 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.057.016252) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) დაგეგმარების, მონიტორინგისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ბ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახური; გ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; დ) ადმინისტრაციული სამსახური; ე) საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური; ვ) ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახური; ზ) იურიდიული სამსახური.“ ბ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაგეგმარების, მონიტორინგისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის, მოდერნიზაციისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამების პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა. საავტომობილო გზების შეკეთების, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოებზე საპროექტო დავალებების დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და დასამტკიცებლად დეპარტამენტისათვის წარდგენა; დ) დამტკიცებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე მონიტორინგის უზრუნველყოფა; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ვ) დეპარტამენტის მხრიდან საგზაო სამუშაოების წარმოების დროს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების მიმდინარეობისას სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციების მხრიდან შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ზ) დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა; ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“; გ) დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: ,,21. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროექტების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საშუალოვადიანი და მოკლევადიანი აქტივობების დაგეგმვა, რეალიზაცია და კონტროლი; ბ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და განვითარების გრძელვადიანი პროგრამების პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეალიზაციისათვის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტული ღონისძიებების შემუშავება; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დ) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, შეკეთების, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის სამუშაოებზე მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება; ე) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა; ვ) საავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზების ხელშეწყობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა; ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“; დ) დებულების მე-7 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, თანამშრომელთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, ტექნიკური საშუალებებით მათი დროული უზრუნველყოფა, კომპიუტერული და გადასამრავლებელი ტექნიკის, კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ბ) მუნციპალიტეტებში არსებული ყველა მატერიალური რესურსისა და მექანიზმების აღრიცხვის, მოვლა-შენახვისა და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორცილება; გ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისა და მექანიზმების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად მათი სათადარიგო ნაწილებითა და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა; დ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აღრიცხვა, ძირითადი საშუალებების, მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; ე) საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებზე პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება, დამტკიცების შემდეგ დადგენილი წესით მათი რეალიზაცია და მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ზ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვის კონტროლი; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში წარდგენილი ოფიციალური კორესპონდენციების, მოქალაქეთა განცხადებების განხილვა; ი) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელება.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები