დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016346 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/10/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.107.016344) შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის: ბ.ა) მე-3 მუხლის „ა.დ “, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განცხადება ერთდროულად შეიძლება წარდგენილ იქნეს გარე ვაჭრობის უფლების რამდენიმე ადგილზე მიცემის მოთხოვნით. განცხადება შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს:“; ბ.გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირს, რომელსაც წინამდებარე წესის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად მიეცემა გარე ვაჭრობის უფლება, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს განათავსოს მხოლოდ I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მიხედვით არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას და შესაბამისად არ მიეკუთვნება რომელიმე კლასს (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), თუმცა აღნიშნული ნივთები განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები