„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 360000000.10.003.021612
592
03/12/2019
ვებგვერდი, 05/12/2019
360000000.10.003.021612
„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №592

2019 წლის 3 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

„გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე­-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 მაისის №337 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2014, 360000000.10.003.017957) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.    

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზე და რომელთა შესასრულებლადაც შემუშავდა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესი

გარემოს   მდგომარეობის  შესახებ  ეროვნული  მოხსენების  შედგენის  წესი  (შემდგომში – წესი) შემუშავდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-­14 მუხლის მე­-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონითა და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. რეგულირების საგანი

ეს წესი არეგულირებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრისათვის წარდგენასთან, ასევე გამოქვეყნების გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვასთან (შემდგომში − გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფერო) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. კანონმდებლობა

საქართველოს კანონმდებლობა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და სხვა საკანონმდებლო და  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  უზრუნველყოს  სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლება – დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია  გარემოს მდგომარეობის შესახებ;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წარდგენის წესის განსაზღვრა;“.

6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;“.

7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;“.

8. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გაცნობის გზით დროულად მიიღონ სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ;“.

9. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტრუქტურა

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შედგება შემდეგი კარებისაგან:

ა) კარი I. გარემოზე მოქმედი სოციალურ-­ეკონომიკური ფაქტორები;

ბ) კარი II. გარემოს შემადგენელი ძირითადი ელემენტები და მათი მდგომარეობა;

გ) კარი III. სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები;

დ) კარი IV. ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე;

ე) კარი V. გარემოსდაცვითი მმართველობა.“.

10. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოზე მოქმედი სოციალურ-­ეკონომიკური ფაქტორები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) მოსახლეობა და მისი დინამიკა;

გ) შინამეურნეობები;

დ) ეკონომიკა;

ე) ინფრასტრუქტურა;

ვ) ძირითადი გამოწვევები.“.

11. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერი

1. ატმოსფერული ჰაერი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში;

დ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები;

ე) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;  

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.“.

12. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

მუხლი 16. წყლის რესურსები

1. წყლის რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) საქართველოს წყლის რესურსები;

გ) წყალმოხმარება;

დ) წყლის ხარისხი;

ე) რეაგირება.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტო.“.

14. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 − მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.

15. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწის რესურსები და ნიადაგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) მიწის რესურსებისა და ნიადაგის მდგომარეობა;

დ) ძირითადი გამოწვევები.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

16. დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. დადგენილებით დამტკიცებული წესის 22-ე და 23-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22. მინერალური რესურსები

1. მინერალური რესურსები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) მინერალური რესურსების მარაგი;

დ) მინერალური რესურსების მოპოვების ზემოქმედება გარემოზე;

ე) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:         

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 23. ბიომრავალფეროვნება

1. ბიომრავალფეროვნება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) არსებული მდგომარეობა:

გ.ა) სახეობები და ჰაბიტატები;

გ.ბ) ტყის ეკოსისტემები;

გ.გ) მტკნარი წყლისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემები;

გ.დ) შავი ზღვის გარემო;

გ.ე) ზურმუხტის ქსელი;

გ.ვ) დაცული ტერიტორიები;     

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

18. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 და 232 მუხლები:

მუხლი 231. კლიმატის ცვლილება

1. კლიმატის ცვლილება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) კლიმატის ცვლილების მიზეზები და შედეგები;

გ) საერთაშორისო აქტივობები/ღონისძიებები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ;

დ) კლიმატის ცვლილების გამოვლინება საქართველოში;

ე) საქართველოს წილი სათბურის აირების მსოფლიო ემისიებში;

ვ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 232. სტიქიური მოვლენები

1. სტიქიური მოვლენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) საქართველოში გავრცელებული სტიქიური მოვლენები:

გ.ა) სტიქიურ მოვლენათა სიხშირის ცვლილების დინამიკა;

გ.ბ) სტიქიური მოვლენების გახშირების მაპროვოცირებელი ფაქტორები;

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.

19. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. დადგენილებით დამტკიცებული წესის 25-ე − 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. ნარჩენები

1. ნარჩენები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) საქართველოში არსებული მდგომარეობა:

გ.ა) ნარჩენების წარმოქმნა;

გ.ბ) ნარჩენების გადამუშავება;

გ.გ) ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება;

დ) ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა;

ე) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მუხლი 26. ქიმიური ნივთიერებები

1. ქიმიური ნივთიერებები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება;

გ) არსებული მდგომარეობა;

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  შემოსავლების სამსახური;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 27. მაიონებელი გამოსხივება

1. მაიონებელი გამოსხივება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სახელმწიფო რეგულირება და კონტროლი;

გ) მაიონებელი გამოსხივების წყაროები:

გ.ა) მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი წყაროები;

გ.ბ) მაიონებელი გამოსხივების ანთროპოგენური წყაროები;

დ) რადიაციული მონიტორინგი საქართველოში და მისი შედეგები;

ე) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

21. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

მუხლი 271. ნადირობა და თევზჭერა

1. ნადირობა და თევზჭერა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) ნადირობა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);

გ) თევზჭერა (სახელმწიფო რეგულირება, რესურსის მდგომარეობა, მოხმარება და მისი შედეგები);

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

22. დადგენილებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა

1. სოფლის მეურნეობა და ტყითსარგებლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;

გ) ტყითსარგებლობის სექტორის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.“.

23. დადგენილებით დამტკიცებული წესის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) ტრანსპორტის სექტორის მდგომარეობა;

გ) ტრანსპორტის სექტორის ზემოქმედება გარემოზე;

დ) ძირითადი გამოწვევები.“.

24. დადგენილებით დამტკიცებული წესის 30-ე − 33-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. მრეწველობა და ენერგეტიკა

1. მრეწველობა და ენერგეტიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) მრეწველობის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;

გ) ენერგეტიკის მდგომარეობა და ზემოქმედება გარემოზე;

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მუხლი 31. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა

1. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და დაგეგმვა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო;

გ) გარემოს დაცვის პოლიტიკის დაგეგმვა;

დ) ევროინტეგრაციის პროცესი;

ე) გარემოს დაცვის პოლიტიკის შეფასება;

ვ) გარემოს დაცვის დაფინანსება;

ზ) საერთაშორისო თანამშრომლობა.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 32. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი

1. გარემოსდაცვითი რეგულირება და კონტროლი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) ლიცენზიები;

გ) ნებართვები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;

დ) გარემოსდაცვითი რეგლამენტები და წესები;

ე) გარემოსდაცვითი კონტროლი;

ვ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუხლი 33. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება

1. გარემოსდაცვითი კვლევები, განათლება და ცნობიერების ამაღლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ძირითადი კითხვები და გზავნილები;

ბ) გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება;

გ) გარემოსდაცვითი კვლევები;

დ) ძირითადი გამოწვევები.

2. ინფორმაციის მიმწოდებელი ძირითადი ადმინისტრაციული ორგანოებია:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

25. დადგენილებით დამტკიცებული წესის VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი და შედგენის, გამოქვეყნებისა და გავრცელების პროცედურები“.

26. დადგენილებით დამტკიცებული წესის 34-ე და 35-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სტატუსი

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება არის ოფიციალური  დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას.

მუხლი 35. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანო და შედგენის პერიოდულობა

გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენაზე პასუხისმგებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ამზადებს მოხსენებას 4 წელიწადში ერთხელ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით.“.

27. დადგენილებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადაწყვეტილებას ექსპერტებისა და ორგანიზაციების  მოწვევის შესახებ იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.“.

28. დადგენილებით დამტკიცებული წესის 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 43. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის წარდგენის ვადა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნება

1. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი თანხმდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან და 4 წელიწადში ერთხელ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს.

2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება და გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების სრული ტექსტი ექვემდებარება გამოქვეყნებას.“.

29. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 და 432 მუხლები:

მუხლი 431. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გავრცელება

1. მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებას უზრუნველყოფს  სამინისტრო.

2. მოხსენების გავრცელება ხდება უსასყიდლოდ.

მუხლი 432. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებისა და გავრცელების დაფინანსება

მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

30. დადგენილებით დამტკიცებული წესის 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 44. მოხსენების შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა

1. სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა მოხსენების პროექტის განხილვის პროცესში.

2. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის შესახებ ცალკეულ პირთა მიერ წარდგენილ მოსაზრებებს განიხილავს სამინისტრო.“.

31. დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 45. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხ­სენების თარგმნა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელება

1. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას აფხაზურ ენაზე და მის გავრცელებას.

2. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების თარგმნას ინგლისურ ენაზე და მის გავრცელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.“.

32. დადგენილებით დამტკიცებული წესის 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში არსებული ინფორმაციით სარგებლობა სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში

სტრატეგიული დაგეგმვისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულოა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში მითითებული ინფორმაციის გათვალისწინება.“.

33. დადგენილებით დამტკიცებული წესის VIII და IX თავები ამოღებულ იქნეს.

34. დადგენილებით დამტკიცებული წესის 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 49. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში

გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით საქართველოს მიერ  ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებული მონაცემების ასახვა გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებაში სავალდებულოა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია