დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-234 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016199 |
|
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №4-ს (ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62-ე-64-ე პუნქტები:
ბ) პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №6-ს (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩამონათვალი აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით) დაემატოს 36-ე-38-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:
გ) პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ N8-ს (სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით) დაემატოს 36-ე-38-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:
დ) პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №10-ს (როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული/გამოწვეული მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების ბარგის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი ვალუტის მიხედვით) დაემატოს 36-ე-38-ე პუნქტები შემდეგი რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 64-ე პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტის, ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტის და ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
3.
ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 64-ე პუნქტი, ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტი, ,,გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტი და ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 38-ე პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები