„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილ აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილ აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1-3/430
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 05/08/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/10/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.012.000.148
1-3/430
05/08/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 25/10/1996
020.012.000.148
„სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილ აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება № 1-3/430

1996 წლის 5აგვისტო

ქ. თბილისი

 სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 აპრილის №299 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემა დარგობრივ სამინისტროებისა და უწყებების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის განხორციელდეს საკონკურსო საფუძველზე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ე. ჯუღელი - მინისტრის I მოადგილე – თამჯდომარე

ი. ჩხაიძე - ფასიანი ქაღალდებისა და საინვ. ფონდების სამმ. უფროსი – მოადგილე

ნ. დვალი - ფ/ ქაღალდებისა და საინვ.ფონდების სამმ.-ს მთავარი სპეციალისტი – მდივანი ი. დოლიძე - საწარმოო დარგების სამმართველოს უფროსი     წევრი

დ. გელაშვილი - არასაწარმოო დარგების სამმართველოს უფროსი – წევრი

გ. ნიშნიანიძე - იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყ. სამმ-ს უფროსი – წევრი

3. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლებით გადაცემის წესი (დანართი №1).

4. დაევალოს კომისიას აღნიშნული წესის გათვალისწინებით შეიმუშაოს თავისი სამუშაო რეგლამენტი და წარმოადგინოს შესათანხმებლად 1996 წლის 15 აგვისტომდე.

5. იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველომ (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) ორი კვირის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.

6. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი მ. გაბუნია) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ბრძანების გამოქვეყნება პრესაში.

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ემირ ჯუღელს.

 სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი     ა. სილაგაძე

დანართი №1

საქართველოს სქმ სამინისტროს

1996 წ. 5 ივლისის №1-3/430 ბრძანებაზე

სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლებით გადაცემის წესი

1. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს „სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის, განკარგვისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 30 აპრილის №299 ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლებით გადაცემის წესს.

2. სახელწმიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემის მიზანს წარმოადგენს ს/საზოგადოებების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.

3. აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემა ხორციელდება საკონკურსო საფუძველზე, ქონების მართვის სამინისტროს მიერ ამ მიზნით შექმნილი კომისიის (შემდეგ ტექსტში – კომისია) გადაწყვეტილებით და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება სამინისტროს შესაბამისი ბრძანება.

4. კომისია, შემოსული ინიციატივების საფუძველზე, პერიოდულად აქვეყნებს პრესაში ინფორმაციას იმ სააქციო საზოგადოებების ნუსხის შესახებ, რომელთა აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლებით გადაცემის შესახებ წინადადებები კომისიის მიერ განხილული იქნება დადგენილ დროს და წესით.

5. აქციების (აქციათა პაკეტების) მართვის უფლების მიღებაში დაინტერესებული დარგობრივი სამინისტრო, უწყება, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან სხვა იურიდიული პირი, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, სააქციო საზოგადოებათა შესაბამისი ნუსხის გამოქვეყნების შემდეგ, ნუსხაში მითითებული ვადების დაცვით, წარადგენს განაცხადს. განაცხადი უნდა შეიცავდეს საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების გეგმას, სიახლეს საწარმოს მართვის გაუმჯობესების საკითხებში და განმარტებას ასეთი მიდგომის ხელის შემშლელი პირობების შესახებ და შესაბამის ვალდებულებებს განაცხადის მიმართებით.

6. პრესაში ინფორმაციის პირველად გამოქვეყნებიდან არა უადრეს 20 კალენდარული დღის შემდეგ, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულ დროს, კომისია სხდომაზე განიხილავს მითითებული ვადების დაცვით შემოსულ განაცხადებსა და საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების წარმოდგენილ გეგმებს, მათ შესაბამისობას პრივატიზაციის მიმდინარე პროცესის მოქმედ ნორმატიულ ბაზასთან.

7. განაცხადების განხილვის საფუძველზე კომისია იღებს გადაწყევტილებას აქციათა პაკეტის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ და აფორმებს შესაბამისი ხელშეკრულების პროექტს, რომელიც უნდა შეიცავდეს საწარმოს გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე.

8. წინამდებარე წესით სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლების მქონე პირი არანაკლებ წელიწადში ორჯერ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, დადგენილ და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში და ფორმით წარმოადგენს ანგარიშს.

9. აქციათა საკონტროლო პაკეტს თუ დროებით იტოვებს სახელმწიფო და განსაზღვრულია იურიდიული პირი, რომელსაც აქციათა აღნიშნული პაკეტი უნდა გადაეცეს სამართავად, ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების მართვის უფლების გადაცემა არ ხდება საკონკურსო საფუძველზე, მაგრამ აქციათა პაკეტის მართვა ასეთ შემთხვევებშიც ხორციელდება წინამდებარე წესით.