დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016391 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/02/2018. სარეგ. კოდი 010250050.35.157.016304) დამტკიცებულ დანართში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება“:
1. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მერიის სტრუქტურა 1. მერია შედგება სამსახურებისაგან. მერიის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სამსახურის დებულებითა და საშტატო ნუსხით. 2. მერიის სტრუქტურას ამტკიცებს მერი. მერიის სტრუქტურით რეგულირდება მერის, მერის პირველ მოადგილესა და მოადგილესთან (მოადგილეებთან) სამსახურების დაქვემდებარების საკითხი. 3. მერიის სამსახურების რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით. 4. მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 5. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და მერიის მოხელეთა რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 6. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური), შესაბამისი სფეროს მიხედვით, უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს. 7. მერიის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური; დ) ზედამხედველობის სამსახური; ე) ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ვ) ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახური; ზ) სამხედრო აღრიცხვის სამსახური; თ) შიდა აუდიტის სამსახური; ი) სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახური. 8. სამსახურების ძირითადი ფუნქციები: ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; ადამიანური რესურსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და გამოქვეყნება, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტების შემუშავება, მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; დ) ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის /რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირება უფლებამოსილების ფარგლებში; კონტროლი შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე, დაგვა-დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, გარე ვაჭრობაზე და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ე) ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა/ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ქონების მართვის და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და განკარგვის, მუნიციპალიტეტის ქონების მართვის, აღრიცხვის, დაცვის, მის მიზნობრივ გამოყენების საკითხებზე და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; ზ) სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფის ფარგლებში მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; თ) შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია; ინვესტორებთან თანამშრომლობა შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებში; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადება; მუნიციპალურ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით კერძო ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვის ორგანიზება და ხელშეწყობა.“. 2. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მერიის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1.მერიის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. მერიის მოხელე თანამდებობაზე ინიშნება: ა) კონკურსის წესით; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. გადაწყვეტილებას მერიის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ იღებს მერი. 4. საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ატარებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 5. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულმა კანდიდატმა დანიშვნამდე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“. 3. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები ადმინისტრაციული წარმოებისას მუნიციპალიტეტის მერია ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესითა და ვადებით.“. 4. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებიდან“ ამოღებულ იქნეს 25-ე მუხლი. 5. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები 1. მერია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. მერიისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და ამ საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები. 3. მერიის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია: ა) მერის ბრძანება; ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება (მერის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემდეგ); გ) მერის მოადგილის (მოადგილეების) ბრძანება (მერის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემდეგ); დ) მერიის სამსახურის უფროსის ბრძანება (მერის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემდეგ). 4. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის აღსაკვეთად აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად. ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში. 5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.“. 6. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს კანონს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს. 3. სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას. 4. სამართლებრივ აქტში სხვა სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება სამართლებრივი აქტის სათაური, მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი), მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის სახე და სარეგისტრაციო ნომერი. 5. სამართლებრივი აქტებით სხვა დოკუმენტების დამტკიცების ან სამართლებრივ აქტზე სხვა დოკუმენტების თანდართვისას, თანდართული დოკუმენტები სამართლებრივი აქტში აღინიშნებიან როგორც დანართები (რაოდენობისა და დანართის რეკვიზიტების მითითებით). 6. სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე. 7. სამართლებრივი აქტები მომზადებული უნდა იქნეს ელექტრონულად შემდეგი სტანდარტით: შრიფტი – „Sylfaen”, ზომა – 8-12 (სათაური – 12; გამოცემის ადგილი, თარიღი და რეგისტრაციის ნომერი 12, პრეამბულა და დანართების აღნიშვნა – 8, შინაარსი და ხელმომწერი პირი აღნიშვნა – 11), გარდა ცხრილების ან/და ნუსხების შემთხვევისა, რომლებშიც მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ წესით გათვალისწინებული სტანდარტის გამოყენება. 8. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორის, ავტორის უშუალო ხელმძღვანელის და მერის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის (საჭიროების შესაბამისად) მიერ. 9. საკრებულოში წარსადგენ ნორმატიული აქტის პროექტებზე ვიზირებას ახორციელებს პროექტის ავტორის უშუალო ხელმძღვანელი, პროექტის ინიციატორი, მერის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე (საჭიროების შესაბამისად) და მერი. საკრებულოში ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენას ახორციელებს მერი ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები