„საქართველოში მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოში მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 17/09/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
129
17/09/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
240.012.000.146
„საქართველოში მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) დებულების დამტკიცების შესახებ“
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1996 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.000.146

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება 129

1996 წლის 17 სექტემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) დებულების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს “დებულება საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ”.

ნ. ჩხობაძე

დებულება

საქართველოს მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ

1. საქართველოს მცირე მდინარეების კატეგორიას განეკუთვნებიან მდინარეები, რომელთა სიგრძე სათავედან შესართავამდე არ აღემატება 75 კმ-ს. 0

2. მცირე მდინარეთა წყლის რესურსების სისუფთავის შესანარჩუნებლად, მათი დაბინძურებისაგან დასაცავად გამოიყოფა მცირე მდინარეთა წყალდაცვითი ზოლები (ზონები).  3

3. წყალდაცვით ზოლად (ზონად) ითვლება მდინარის მიმდებარე ტრიტორია, სადაც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დასაცავად დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან. 0

4. წყალდაცვით ზოლში (ზონაში) შეიძლება შეტანილი იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს. 5

5. მცირე მდინარეების წყალდაცვითი ზოლის (ზონის) სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში ქვემოთ მოცემული წესით: 4

ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის – 10 მეტრი;

ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის – 20 მეტრი;

გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის – 30 მეტრი;

შენიშვნა: 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეები საქართველოში ითვლება დიდ მდინარეებად და მათი წყალდაცვითი ზოლები მერყეობს 30-დან 50-მდე მეტრის ფარგლებში.

6. მცირე მდინარეთა ნაპირებზე წყალდაცვითი ზოლის (ზონის) ფარგლებში აკრძალულია:7

– საწარმოო, სატრანსპორტო, სამშენებლო, კომუნალური და სხვა სამეურნეო ობიექტების, შენობების, ნაგებობების (გარდა წყალამღები, წყალმარეგულირებელი, ჰიდროტექნიკური და ჰიდრომეტრიული ობიექტებისა) მშენებლობა;

– მრავალწლიანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების პესტიციდებით შეწამვლა ავიაშესხურების გზით;

– პესტიციდებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა; 

– ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება თევზსამეურნეო წყალსატევებისათვის დადგენილი ნორმების გადამეტებით;  

– ტყისა და სხვა ხე-მცენარეების მოჭრა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (დაავადება, გახმობა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით;

– აფეთქებითი სამუშაოების წარმოება მდინარის კალაპოტში გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაკუთრებულ ღონისძიებებთან არის დაკავშირებული და მათზე არსებობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობა და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება;

– ინერტული მასალებისა და სხვა წიაღისეულის მოპოვება გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაზედაც გაცემულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვა, ან მასთან შეთანხმებული აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ნებართვები. 

7. მცირე მდინარეების წყალდაცვით ზოლში (ზონაში) განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა აღნიშნული ნაგებობებიდან.

8. ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში მცირე მდინარეთა წყალდაცვითი ზოლი (ზონა) უნდა მოეწყოს გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარული და ჰიგიენური საკითხი.

9. მცირე მდინარეებისა და მათი შენაკადების სათანადო სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, ჩამდინარე წყლებისა და თვით მდინარის დაბინძურების დონეზე სისტემატურ ლაბორატორიულ დაკვირვებას, აგრეთვე შესაბამისი ღონისძიებების გატარებისათვის ზედამხედველობას ახორციელებენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები.  

10. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც მხილებულნი იქნებიან წყალდაცვითი ზოლების (ზონების) შესახებ დებულების მოთხოვნათა დარღვევაში, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.