ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 260000000.10.003.021604
584
29/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
260000000.10.003.021604
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №584

2019 წლის 29 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები

ზოგადი დებულებები

1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იურიდიული პირის საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრის კრიტერიუმები“ (შემდგომში − კრიტერიუმები) განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში − სამსახური), საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაზღვრავს იურიდიულ პირს საზოგადოებრივი დაინტერესების პირად (შემდგომში − სდპ).

2. იურიდიული პირის სდპ-ად განსაზღვრის მიზანია მისი პარტნიორებისა და მესამე პირების ინტერესების დაცვა, იურიდიული პირის მიმართ ნდობის გაზრდა, ფინანსური გამჭვირვალობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. სდპ-ად განსაზღვრის კრიტერიუმები

1.  იურიდიული   პირი  სამსახურის  მიერ  შეიძლება განისაზღვროს  სდპ-ად, თუ იგი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმო და, ამასთან, წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის         25%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს და საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აკმაყოფილებს პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს კრიტერიუმებს,  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად.

2. ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმის არსებობას სამსახური ადგენს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სუბიექტის მიერ წარდგენილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. სამსახური ასევე უფლებამოსილია, მოიძიოს და დაამუშაოს ასეთი ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად.