„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021603
583
29/11/2019
ვებგვერდი, 29/11/2019
040030000.10.003.021603
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №583

2019 წლის 29 ნოემბერი 

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №183 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 28/04/2015, 040030000.10.003.018568) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

მუხლი 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის რეორგანიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია