„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016516
44
29/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
010260020.35.153.016516
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“   მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010260020.35.153.016478, 12/02/2019), კერძოდ:

დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სამედიცინო  და  სოციალური დახმარების პროგრამის“

ა) მე-3 მუხლის  პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

1.  სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება:

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;

ბ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება;

გ) აუტისტური სპექტრის და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა ფინანსური დახმარება;

დ) ჟანგბადის აპარატით მოსარგებლე პირების დახმარება;

ე)  სამშობლოს დაცვისას და ომის შემდეგ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ვ) მეოთხე და მეტ შვილზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება;                   

ზ) დღის ცენტრით მოსარგებლე შშმ პირების ფინანსური დახმარება;

თ) თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა;

ი) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება;

კ) ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

მ) ცელიაკიით დაავადებული პირების ფინანსური დახმარება.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოქალაქეებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ. წლის განმავლობაში ორჯერ დაფინანსების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე გაცემული თანხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3000 (სამი ათასი) ლარს“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  4. მომსახურების მისაღებად  წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

1. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში  – მერია), რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, კომისია, უფლებამოსილია მოითხოვოს კალკულაცია);

გ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა);

დ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ პროგრამულად ვერ დგინდება პირის რეგისტრაციის მისამართი);

ვ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ზ) თუ პირი მიეკუთვნება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პრიორიტეტულ ჯგუფს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ან ცნობა;

თ) საჭიროების შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს  ცნობა ან / და ხელშეკრულება მომსახურების გამცემი სამედიცინო დაწესებულების  წინაშე დავალიანების არსებობის შესახებ.“;

დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამას“ მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-18  და მე-19  მუხლები, კერძოდ:

„მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურება

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარიტუალო მომსახურება აუნაზღაურდებათ იმ პირებს, რომლებიც გაიღებენ უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯებს სარიტუალო მომსახურებისათვის.

2.თანხას მიიღებს პირი, რომელიც უზრუნველყოფს გარდაცვლილის დაკრძალვას.

3. დახმარების მისაღებად პირმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო (მოწმეების დადასტურებით).

4. დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 19. ცელიაკიით  დაავადებული  პირების  ფინანსური  დახმარება

1. დახმარება გაეწევათ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაციით (ფორმა №IV-100/ა) დადგენილი აქვთ ცელიაკიის დაავადება.

2. დამხარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის (მიმწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება) მიერ გაცემული დოკუმენტი (კალკულაცია ან/და ანგარიშფაქტურა);

გ) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა); 

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, სადაც რეგისტრირებულია პროგრამით მოსარგებლე;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დახმარება გაიცემა კვარტალში ერთჯერ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე