ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მდებარე 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მდებარე 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42 66
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016003
42 66
29/11/2019
ვებგვერდი, 03/12/2019
000000000.00.124.016003
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მდებარე 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №42 66

2019 წლის 29 ნოემბერი

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მდებარე 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმის (№18) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში (საკადასტრო კოდი 30.09.00.000) მდებარე  23-ე ქუჩას მიენიჭოს 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპული თამარ მამულაშვილის სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              შალვა მშვილდაძე

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.