დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1173 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016606 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2016, 390010000.22.023.016416) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების: |
1.
მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საფინანსო სამმართველო; ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო; გ) შესყიდვების სამმართველო; დ) მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; ე) ტრანსპორტის სამმართველო.“. |
2.
მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) გარდა სატრანსპორტო ქონებისა, სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; გ) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, გარდა სატრანსპორტო მატერიალური ფასეულობებისა; დ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; ე) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ, გარდა სატრანსპორტო ქონებისა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
3.
დებულების მე-9 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „51. ტრანსპორტის სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; ბ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; ე) სააგენტოს მიერ შესყიდული სატრანსპორტო ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად გაცემა; ვ) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო ქონების ჩამოწერის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები