დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.149.016411 |
22
29/11/2019
ვებგვერდი, 06/12/2019
010250050.35.149.016411
კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
|
კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისა და 141-ე მუხლის მე-11 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №65 განკარგულებით დამტკიცებული კასპის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით დამტკიცდეს:
ა) კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - ტექსტური ნაწილი (დანართი 1); ბ) კასპის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2); გ) კასპის განაშენიანების გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №3). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №65 განკარგულება „კასპის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები