დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016514 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016404, 08/02/2018) კერძოდ:
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების“ ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მონიტორინგს, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, მერიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების მომზადებასა და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ეკონომიკის სამსახური უზრუნველყოფს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, პრევენციული და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.“. ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილება.“. გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 91 მუხლი: „მუხლი 91. შრომის უსაფრთხოების დაცვის განყოფილების ფუნქციები: განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში შრომის უსაფრთხოების სფეროში დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების და წესების დაცვას; ბ) სამუშაო სივრცეში მყოფი დასაქმებულის და სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას; გ) ტექნიკური აღჭურვილობის შემოწმებას, რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; დ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები