დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/11/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.153.016513 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016405 08/02/2018), კერძოდ:
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“, „ფ“, „ქ“,“ღ“ და „ყ“ პუნქტები: „უ) 50000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით შუალედურ და დამთავრებულ მშენებლობებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის: წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების, ფორმა №2-ის, შუალედური და საბოლოო დოკუმენტაციის ანალიზს, შესაბამისი დასკვნების/რეკომენდაციების მომზადებას და სამსახურის უფროსისთვის, აგრეთვე მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენას; ფ) 50000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აკრედიტებული A-ტიპის ინსპექტირების ორგანოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობას; ქ) შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისობაზე კონტროლს; ღ) მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის აღრიცხვას; ყ) კომპეტენციის შესაბამისად, შემოსული კორესპონდენციის/ წერილების განხილვას და პასუხების მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას.“. გ) 71 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები